Edison Research: არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მოსახლეობის 94% აპირებს

15.09.2020 - Edison Research: არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მოსახლეობის 94% აპირებს

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა,  საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ჯამში საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 94% აპირებს.

უფრო კონკრეტულად, გამოკითხული რესპონდენტების 75% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად მიიღებს. 19% კი ამბობს, რომ “ალბათ მიიღებს”.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 3% არჩევნებში მონაწილეობას “ალბათ არ მიიღებს”. 3% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად არ მიიღებს.

გამოკვლევა 25 აგვისტო – 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. გამოკვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2 850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.0%-ია.


26.09.2020

რატომ გაღარიბდა ქვეყანა? -რას ფიქრობენ გურულები

დაპირებული კეთილდღეობისა და საუკეთესო წლების ნაცვლად, რომ ბოლო რვა წელიწადში საქართველოში სიღარიბის კატასტროფული მაჩვენებელი მივიღეთ, არც მთავარი დამპირებლის და არც მისი გუნდის წევრებისთვის უხერხულობის მომენტი არ შეუქმნია

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

წაიკითხე სრულად »