“მოითხოვა სიტყვა და რა თქმა უნდა არ მივეცი” – ოზურგეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

15.09.2020 - “მოითხოვა სიტყვა და რა თქმა უნდა არ მივეცი” – ოზურგეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

“მოითხოვა სიტყვა და რა თქმა უნდა არ მივეცი” – “გურიის მოამბესთან” საუბარში, ასე ხსნის, ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ბერდია ლომიძე, გუშინ ამავე კომისიაში მომხდარი ინცინდენტის მიზეზებს, და ტავადვე აზუსტებს, რომ მას: “ამის უფლება აქ მე მაქვს მაგის უფლება, განვსაზღვრო ვინ გამოვა სიტყვით და ვინ არა ” გვითხრა ლომიძემ, რომელიც ადგილობრივ ჟურნალისტებტან საუბარში ვერ ფარავდა კმაყოფილებას იმაზე, რომ რამდენიმე წუთის წინ ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი და წარმომადგენელი საოლქო კომისიაში ამავე კომისიიდან პოლიციის ძალით ისე გააძევა, რომ დეტალებში გარკვევა მიზანშეწონილად არც ჩაუთვლია.

“მოგეხსენებათ მიმდინარეობს ოზურგეთის საოლქო საარჩევვნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების  არჩევა, სხდომა მიმდინარეობდა მშვიდ რეჟიმში, მოითხოვა სიტყვა და რათქმაუნდა  არ მივეცი მე მაქვს მაგის უფლება, განვსაზღვრო ვინ გამოვა სიტყვით და ვინ არა აქედან გამომდინარე ბატონმა დავითმა არ გვაცალა,  სხდომის   მიმდინარეობას არ აცალა სამუშაოს შესრულება.. ხელი შეგვიშალა. ამჟამად სხდომა სრულდება და ჩვენ 800 ზე მეტი საუბნო საარჩვევნო კომისიის წევრები  ავირჩიეთ,ჩოხატაურში, ლანჩხუთსა და ოზურგეთში. ყველა დამტკიცებულია” გვითხრა ლომიძემ.

ცნობისათვის: გუშინ ოზურგეთის 60-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემაჯამებელი ოლქების განხილვა მიმდინარეობს, სადაც უნდა მოხდეს გურიის სამივე მუნიციპალიტეტში, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური საუბნო-საარჩევნო კომისის წევრების დამტკიცება, 62 საარჩევნო უბანზე, 828 კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე.

"ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი წარმომადგენლები აცხადებენ რომ თითოეული კანდიდატი წლების მანძილზე "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერები არიან და ისინი არ უნდა ინიშნებოდნენ ამ თანამდებობაზე.

კომისიის სხდომაზე ამ საკითხს დიდი დაპირისპირება მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის თავჯდომარე, დავით მჟავანაძე სხდომიდან პოლიციის ძალით გამოაძევეს, როგორც ის აცხადებს მასზე ფიზიკურადაც იძალადა პოლიციის თანამშრიმელმა.

ამ წუთებში სხდომა გრძელდება, ნაციონალური მოძრაობის წამომადგენლებმა, საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელს დაუთქვეს დრო, რომ გამოვიდეს და აუხსნას რას ემსახურება მათი ეს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შენობასი შეიჭრებიან."

"ან გამოვა და დაგველაპარაკება, ან შევიჭრებით შიგნით და იქ მოუწვს კითხვებზე პასუხების გაცემა"- განაცხადა ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატმა კახა ასკურავამ.

კახა ასკურავა  ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და შტაბის უფროსი: დღეს დილით სპეციალურად ამოვედი, რო კიდევ ერთხელ დამემტკიცებინა, რომ აი ეს შენობა, რომელიც არი ქართული ოცნების გაგრძელება ჟვანიას უწყება, გარძელება არის ქართული ოცნების ოფისის და რატომ იმიტომ, რომ ლანჩხუთის კომისიის ჩემი კომისიის წევრს ოლქში არ ააქვს დასწრების უფლება სადაც განიხილავენ ლანჩუთის კომისიის წევრებს, რომლებმაც უნდა ჩაატარონ 38 ოლქში არჩევნები და ჩემი ოლქის კომისიის წევრს არ ქონია თურმე დასწრების უფლება,  და თავისთავად  არც ნაციონალური მოძრაობის წევრსაც არ ქონია ისე უნდა შეარჩიოს ვიღაცა, 3796 განცხადება სამ დღეში განვიხილეთ და შევისწავლეთ ისე რომ თქვენ არა ხართ საერთოდ  საჭიროო,  მართალია ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ საჭირო  იმიტო რომ  ეს სიები წინასწარ არი გადმოცემული ქართული ოცნების ოფისიდან  და შესაბამისი სამასახურიდან სუსიდან და პოლიციიდან გადმოცემულ სიებს დაამტკიცებენ დღეს იმ კომისიის წევრებს ვისაც დაამტკიცებენ დღეს 80% ზუსტად ვიცი ვინ იქნება  იმიტო კი არა რო გულთმისანი ვარ იმიტო რო ეს სიები წინასაწრ არი ქართული ოცნების ოფისში გაწერილი და დღეს ნოტარიულად დაადებენ ბეჭედს, სამარცხვინოა ამ წევრებს ნეიტრალური უწოდო ესენი არიან პირდაპირ ქართული ოცნების დანამატები ანუ ქართული ოცნების 6 წევრი ნეიტრალურად მონათლული, დღეს მინდოდა  შესულიყო ჩემი კომისიის წევრი,  იქ მიეღო ამ კონკურში მონაწიელობა ეგრეთწოდებლ კონკურში სინამდვილეში ეგ კონკურსი არაა ესაა ქართული ოცნების  კასთინგი, რომელსაც ატარებს ჟვანია აქ ოზურგეთის ოლქში,   სამარცხვინოა ქალბატონ ჟვანიას მინდა ვუთხრა  ჩვენი დამკვირებელიც კომისიის წევრიც  იქნება ქართველი ხალხი რომელიც მასიურად მოვა 31 საარჩვენო უბნებზე და აუცილებლად გამოუტანს განაჩენს ამ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს და პირადად მას, რომელიც არის გამყალბებელი,  ქართული ოცნების პოლიტიკის გამტარებელი მთელი ამ წლების განმავლობაში. 

ანდრო ნიკოლაიშვილი: დაახლოებით არი 50 ადამიანი მეტი რომელმაც წინა წლებში დაარღვია კანონი და არავის არ უთქვია რომ ამ ხალხს კანონი არ დაურღვევია უბრალოდ წინა წლებში რაოდენებრივად გვერეოდნენ საოლქო საერჩევნო კომისიის შემადგენლობა იმიტო რო 10 კაცი იყო და იღებდნენ გადაწყვეტილებას და არ სჯიდნენ არავის მაგრამ არსებობს ფაქტი,  რომელსაც ვერ გავექცევით რო 4 საუბნო კომისიის სატელეფონო ჩანაწერები ეს პოლიტიკურ პარტიებს არ გაუკეთებია ეგ გააკეთა სამართლიანმა არჩევნებმა სადაც მითითებულია  რომ ამ ხალხმა რომელიღაცა პოლიტიკური პარტიის არ ვასახელებ პოლიტიკურ პარტიას  კოორდინატორიდან აიღო თანხა 100 ლარი პირობითად, ნახონ არი ჩანაწერი ჩვენც გვაქ, ასეთი ხალხი არის სამი უბნიდან სრული შემადგენლობით, ფულს რო აიღებ რისთვის გაძლევენ ფულს ხომ უნდა იკითხო რატო გაძლევენ ფულს თუ არ მეკუთვნის ესეიგი რაღაცისთვის ჭირდებოდა, ეჭვია საფუძვლიან ეჭვს გვაძლევს რო მთლიანად მთელი საუბნო კომისის თავმჯდომარეს ქონდა აღებული თანხა რომელიღაცა  პარტიის კოორდინატორებიდან ზუსტად ეგ კითხვები მინდოდა დამესვა ოზურგეთის სააოლქო კომისიის წევრებისთვის არ შეგვიშვეს თქვენ არა ხართ უფლებამოსილი პირიო კანონში წერია რო ვის აქვს შესვლის უფლება ასე გამოვიდა ამ არჩევნებში, ოზურგეთის ოლქი არის მთავარი ოლქი.

დავით მჟავანაძე: დღეს დაიწყო განხილვა და ქართული ოცნების წარმამდგენლობა რომელიც ოლქში არის განლაგებული მოინდომეს 800 მეტი ადამიანის უნახავად  დამტკიცება ეს არის ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისის წევრები, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება რო 800 ადამიანი ერთდროულად არ შეიძლება თუ 800 ადამიანს არ განვიხილავთ განვიხილოთ ის დამნაშავეები რომლებმაც წინა წელს გადაცდომილად ჩაიდინეს დანაშაული აიღეს კრთამი, ესენი მაინც ამათი საკითხი მაინც განვიხილოთ და არც პასუხი მოუციათ ისე დემონსტრატიულად დაცვის ძალის ფიზიკური გამოყენებით  გამომაგდეს საუბნო საარჩევნო კომისიიდან, სადაც სრული უფლება მქონდა ვყოფილიყავი, თვითონვე დამიშვეს იქ, ეს არი დამნაშავეების ბუნაგი, რომელიც ცდილობს, რომ  ბიძინა ივანიშვილს გაუხანგრძლივოს პოლიტიკური სიცოხლის დღეები, Mმაგრამ ბიძინა ივანიშვილი რომ გაიქცევა ამ ქვეყნიდან ამ უსინდოსო ადამიანებს იმათ ვინც დღეს ეგ გადაწყვეტილება მიიღო აუცილებალდ დაისჯებიან და აგებენ პასუხს ამ დანაშაულისთვის.

 


26.09.2020

რატომ გაღარიბდა ქვეყანა? -რას ფიქრობენ გურულები

დაპირებული კეთილდღეობისა და საუკეთესო წლების ნაცვლად, რომ ბოლო რვა წელიწადში საქართველოში სიღარიბის კატასტროფული მაჩვენებელი მივიღეთ, არც მთავარი დამპირებლის და არც მისი გუნდის წევრებისთვის უხერხულობის მომენტი არ შეუქმნია

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

წაიკითხე სრულად »