ექსკლუზივი: ბახვში კორონავირუსი არასრულწლოვანს დაუდასტურდა

15.09.2020 - ექსკლუზივი: ბახვში კორონავირუსი არასრულწლოვანს დაუდასტურდა

ბახვში კორონავირუსი არასრულწლოვანს დაუდასტურდა, მას ვირუსი ინფიცირებული დედისგან გადაედო.

გამომდინარე იქიდან, რომ დაავადებათა კონტროლის გურიის რეგიონის ხელმძღვანელი არჩილ მჟავია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, ასევე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის უფროსი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ჯერ ოფიციალურად არ დანიშნულა, "გურიის მოამბეს" ინფორმაცია გურიის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ მოგვაწოდა.

ამ დროისთვის გურიის რეგიონში კორონავირუსის 25 შემთვევაა დაფიქსირებული. გუშინ გამოვლინდა ოთხი შემთხვევა და მათ შორის ერთი არასრულწლოვანია დაინფიცირებული.

"მოგეხსენებათ გურიის რეგიონში კორონავირუსის 25 შემთხვევა გვაქვს, აქედან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელი ჩხაკაურა და ზოტი ნაწილობრივ შეზღუდვებშია მოქცეული, ამ სოფლების თითოეულ მაცხოვრებელს ჩაუტარდა ტესტირება და ნიმუშაები უკვე გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიაში. რაც შეეხება ოზურგეთს, სამი შემთხვევა დაფიქსირდა გუშინ, ერთ-ერთი ინფიცირებული არასრულწლოვანია, მას ვირუსი დედისგან გადაედო.

რაც შეეხება გეგმიურ ტესტირებებს, რომლებიც პედაგოგებს, პოლიციელებს და დიალიზზე მყოფ პაციენტებს უტარდებათ, ოზურგეთში, ასევე ლანჩხუთში, ყველაზე უარყოფითი პასუხი მოვიდა.

გრძელდება კვლევები ლანჩხუთის მაცხოვრებლებზე და უახლოეს ინფორმაციას დროდადრო ველოდებით"- განაცხადა ჩვენთან საუბარში გუბერნატორმა.

შეგახსენებთ, გურიის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული.


26.09.2020

რატომ გაღარიბდა ქვეყანა? -რას ფიქრობენ გურულები

დაპირებული კეთილდღეობისა და საუკეთესო წლების ნაცვლად, რომ ბოლო რვა წელიწადში საქართველოში სიღარიბის კატასტროფული მაჩვენებელი მივიღეთ, არც მთავარი დამპირებლის და არც მისი გუნდის წევრებისთვის უხერხულობის მომენტი არ შეუქმნია

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

წაიკითხე სრულად »