"ნატოს და ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია, მაგრამ მიზანზე არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად პროცესი"

08.08.2020 - "თუ ქვეყანა გადაუხვევს ევრო-ატლანტიკური გზიდან, მაშინ ამგვარი გადაწყვეტილებების კორექცია აღარასდროს მოხდება"

ბევრჯერ გამიგონია, ნატოში მაინც არ მიგვიღებენ და თავს რატომ ვიტყუებთ, არ ჯობია განვაცხადოთ, რომ აღარ ვაპირებთ და აფხაზეთსაც დაგვიბრუნებენო. ნატოში, ისე როგორც ევროკავშირში, გაწევრიანებას შეიძლება მართლაც ძალიან დიდი დრო დასჭირდეს. დასანანია, რომ ნატოს გაფართოების წინააღმდეგ მიმართული აზრები წინა წლებში ზოგჯერ დასავლურ, კერძოდ, ამერიკულ მედიაშიც გაიჟღერებდა ხოლმე. „რატომ ვაწყენინებთ პუტინს ნატოს გაფართოებით“. გეგონებათ თითქოს ნატოს გაფართოება რუსეთის ტერიტორიის ხარჯზე ხდებოდეს. „ნუ მივიღებთ ნატოში საქართველოსა და უკრაინას, მაგრამ იმავდროულად მოვთხოვოთ რუსეთს ეთიკური ქცევა, ამ ქვეყნების სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მათი ტერიტორიული მთლიანობის გარანტირება“.

როგორ მოგწონთ? ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარი ამბების შემდეგ დასავლეთში ამგვარი ხედვა იშვიათობას წარმოადგენს, ჩვენში კი (ღმერთმა ქნას ვცდებოდე) ამგვარად მოაზროვნე ადამიანების რიცხვმა, მგონი, იმატა. პირველი, რაც ყველამ უნდა შეიგნოს, არის ის, რომ აფხაზეთის დაკარგვას ნატოს თემასთან არავითარი კავშირი არა აქვს. შეგახსენებთ (განსაკუთრებით ახალგაზრდებს), ფაქტობრივად, აფხაზეთის ოკუპაცია რუსეთის მიერ მოხდა 1993 წელს (სოხუმი 27 სექტემბერს დაეცა). მაშინ ნატოში გაწევრიანებაზე ლაპარაკი არავის თავშიაც არ მოუვიდოდა. ეს ორი თემა შემდგომში ერთმანეთს ხელოვნურად მიაბეს საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედმა ძალებმა – არ მოვითხოვთ ნატოში შესვლას, დაგვიბრუნებენ აფხაზეთს. მარტივი და გასაგებია რიგითი ამომრჩევლისთვის.

ახლა კი იმის შესახებ, თუ რატომაა აუცილებელი ჩვენთვის – მივისწრაფოდეთ ნატოს და ევროკავშირის წევრობისაკენ. რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი ამ ორგანიზაციებში სრულფასოვანი წევრობაა, რომელიც, როგორც ითქვა, შესაძლოა კიდევ დიდხანს არ მოხდეს, მაგრამ ჩვენთვის, გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვი, რომ მიზანზე არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად პროცესი, ანუ მიზნისკენ მიმავალი გზა. ამ ორგანიზაციების მკაცრი მოთხოვნების შესრულება ხვეწს ჩვენს პოლიტიკურ ინსტიტუტებს და სულ უფრო ამსგავსებს ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიას თავის ევროპულ ანალოგებს. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება. დამოუკიდებელი არსებობის წლებმა დაგვარწმუნა, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა ჯერ კიდევ ბოლომდე დაბალანსებული და სანდო არ არის. ჩვენი ინსტიტუტები ურთიერთ-გაწონასწორების ფუნქციებს უმეტესწილად ვერ ასრულებენ. მთავრობები, ზოგჯერ გამოუცდელობით, ზოგჯერ კი აშკარად საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების, ან სულაც გამარადისების მიზნით, ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს იღებენ. თუ ქვეყანა გადაუხვევს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან, მაშინ ამგვარი გადაწყვეტილებების კორექცია აღარასდროს მოხდება და ნატოს, ევროკავშირის და, საერთოდ, დასავლური საზოგადოებრივი აზრის გავლენისაგან მთლიანად თავისუფალი საქართველოს მთავრობა მოიქცევა ისე, როგორც გაუხარდება. ეს კი ყველა ჩვენგანს არა-თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრების საშიშროებას შეგვიქმნის და დაემუქრება იმ მეტ-ნაკლებ დაცულობასა და უფლებებს, რომლებიც დასავლეთის ქვეყნების დახმარებით, ესოდენ დიდი ძალისხმევის შედეგად მოვიხვეჭეთ.

გელა ჩარკვიანი

"ნაგერალა"


26.09.2020

რატომ გაღარიბდა ქვეყანა? -რას ფიქრობენ გურულები

დაპირებული კეთილდღეობისა და საუკეთესო წლების ნაცვლად, რომ ბოლო რვა წელიწადში საქართველოში სიღარიბის კატასტროფული მაჩვენებელი მივიღეთ, არც მთავარი დამპირებლის და არც მისი გუნდის წევრებისთვის უხერხულობის მომენტი არ შეუქმნია

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

წაიკითხე სრულად »