დეკანოზი ჭიღლაძე: რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს უმთავრესი მტერია უკვე 2 საუკუნეზე მეტია

08.08.2020 - დეკანოზი ჭიღლაძე: რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს უმთავრესი მტერია უკვე 2 საუკუნეზე მეტია

"დასაბუთება არ უნდა, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს უმთავრესი მტერია უკვე ორ საუკუნეზე მეტია", - ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

სასულიერო პირი ამბობს, რომ რუსული იდეოლოგიური მანქანა ყველაფერს აკეთებს, რათა ქართველ ხალხში ევრო-ატლანტიკური კურსის მიმართ სიძულვილი დათესოს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობენ ღიად პრორუსული პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც პატრიოტიზმის ტერმინოლოგიით არიან შენიღბულები

"არც იმის მტკიცებაა საჭირო, თუ რამხელა ტრაგედია და დანაკარგები იწვნია ჩვენმა ქვეყანამ და ერმა 2008 წლის აგვისტოში იმპერიალისტური რუსეთის თავდასხმისას. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენს ხალხში არსებული რუსული იდეოლოგიური გავლენები მაინც ღრმად რჩება: გვყავს ღიად პრორუსული (ესე იგი რუსეთიდან მართული) რამდენიმე პოლიტიკური გაერთიანება შენიღბულები პატრიოტიზმის და პროქართულობის ტერმინოლოგიით, წითელი ინტელიგენციის პრორუსული ნარჩენები, რუსული რელიგიურ-იდეოლოგიური მენტალობის გავლენა ღრმად ატყვია ბევრ ქართველ მორწმუნეს როგორც საეროს, ისე სასულიეროს.

ყველაფერს აკეთებს რუსული იდეოლოგიური მანქანა, რომ დათესოს ქართველ ხალხში ევრო-ამერიკული ცივილიზაციის და პოლიტიკური კურსის მიმართ ზიზღი და უნდობლობა, იყენებს საამისოდ თავის მიერ მართულ ტელევიზიებს, გაზეთებს, ინტერნეტსაიტებს, ცნობილ სახეებს. ვერ ვიტყვი რომ დიდ წარმატებას აღწევენ ამ საქმეში, მაგრამ თუნდაც 10 პროცენტიანი ამ გვარი მენტალობის (ესე იგი სამშობლოს ნებსითი, თუ უნებური მტრების) მასის ყოლა სამწუხარო და ტრაგიკული მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის. ამ მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემებიდან ჩვენი ქვეყნის გამოსვლის და სახელმწიფოებრივი აღორძინების, ეკონომიკური წინსვლის და ადამიანის პიროვნების დაცვის ერთადერთი გზა საქართველოს ევრო-ამერიკული ინტეგრაციაა, ესაა ღმერთის მიერ მოცემული ისტორიული გზა, რომლის გარეშეც საქართველოს განვითარება და რუსული ჭაობიდან თავდახსნა შეუძლებელია.

დიდება და მარადიული ხსოვნა აგვისტოს გმირების და რუსულ ოკუპაციასთან (1801 წლიდან დღემდე) მებრძოლი ყველა გმირის სახელებს მოყოლებული ქართლ-კახეთის ბატონიშვილ (უფლისწულ) ალექსანდრე ერეკლეს ძით და მეფე სოლომონ მეორეთი და აგერ ორიოდე წლის წინ წამებით მოკლული გმირის, არჩილ ტატუნაშვილით დაბოლოებული! ღმერთმა ადიდოს და გაუმარჯოს საქართველოს სახელმწიფოს და მრავალტანჯულ ერს!", - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.


26.09.2020

რატომ გაღარიბდა ქვეყანა? -რას ფიქრობენ გურულები

დაპირებული კეთილდღეობისა და საუკეთესო წლების ნაცვლად, რომ ბოლო რვა წელიწადში საქართველოში სიღარიბის კატასტროფული მაჩვენებელი მივიღეთ, არც მთავარი დამპირებლის და არც მისი გუნდის წევრებისთვის უხერხულობის მომენტი არ შეუქმნია

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

წაიკითხე სრულად »