რუსეთმა ნაძირლების ქმედებებს უპასუხა - დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომზე

08.08.2020 - რუსეთმა ნაძირლების ქმედებებს უპასუხა - დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომზე

რუსეთის გადამდგარი პრემიერმინისტრის, დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომს ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ "ნაძირლების ქმედებებს უპასუხეს". მისი მტკიცებით, აგვისტოს ომი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის დანაშაულებრივ, კრიმინალურ ქმედებებზე პასუხი იყო და მან "რთული, მაგრამ ერთადერთი შესაძლო" გადაწყვეტილება მიიღო, როცა სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიყვანა. ამ თემაზე პოსტი მედვედევმა საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

მედვედევი, ამტკიცებს, რომ რუსეთი მეზობელ ქვეყნებში მშვიდობასა და სტაბილურობას უჭერს მხარს და ფედერაციას "მშვიდობის მცველად" მოიხსენიებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციასთან ერთად რუსეთმა 2014 წელს მეზობელი ყირიმის ანექსიაც მოახდინა.

დღეს 12 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჩვენმა ქვეყანამ უპასუხა საქართველოს მაშნდელი პრეზიდენტის დანაშუალებრივ ქმედებას. უპასუხა ნაძირლების ქმედებებს, რომელმაც გასცა ბრაძანება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღდმეგ , დაუცველი მოხუცებისა და ბავშვების წინააღმდეგ, რუსეთის მშვიდობის ყოფელების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობას უზრუნველყოფდნენ და იცავდნენ ქართული სოფლების მოსახლეობასაც.

ცხადია, საკითხი შეეხებოდა ომის წამოწყებას რუსეთის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ მე მივიღე რთული, თუმცა ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება - დამეცვა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, პირველ რიგში, დამეცვა ისინი აგრესიისგან და შემდგომში, მათივე მოქალაქეების მოთხოვნით მეღიარებიანა მათი დამოუკიდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამიერკავკასია დენთის კასრად იქცეოდა, რაც რუსეთისთვის მიუღებელი იქნებოდა, რადგან ის ყოველთვის არის მშვიდობის მცველი მეზობელ სახელმწიფოებში.

რუსეთი ყოველთვის დგას და იდგება, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მეზობელ სახელმწიფოებში. ჩვენი ყოველი ქმედება და გადაწყვეტილება სრული გულწრფელობით, ამითაა ნაკარნახევი. ამასთან, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ რუსეთი არასდროს დაუშვებს მათ მოქალაქეებზე თავდასხმას, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ჩვენი პასუხი, ვითარების გათავლისწინებით, ყოველთვის ადეკვატური იქნება, სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით, როგორც ჩვენს ქვეყანაში ასევე დანარჩენ მსფოლიოში, - წერს დიმიტრი მედვედევი.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა: 170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, შსს-ს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭ­რილ და და­შა­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი ჯამში 2 232-ია ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები. ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.


26.09.2020

რატომ გაღარიბდა ქვეყანა? -რას ფიქრობენ გურულები

დაპირებული კეთილდღეობისა და საუკეთესო წლების ნაცვლად, რომ ბოლო რვა წელიწადში საქართველოში სიღარიბის კატასტროფული მაჩვენებელი მივიღეთ, არც მთავარი დამპირებლის და არც მისი გუნდის წევრებისთვის უხერხულობის მომენტი არ შეუქმნია

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

წაიკითხე სრულად »