"საკუთარი ბოღმის ლოღვნა თუ გაგიტკბა, მაშინ ქრება სწორედ ადამიანის სახეც და სულიც, მაშინ ქრება ერიც"

08.08.2020 - "საკუთარი ბოღმის ლოღვნა თუ გაგიტკბა, მაშინ ქრება სწორედ ადამიანის სახეც და სულიც, მაშინ ქრება ერიც"

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:

"12 წელი გავიდა და ისევ არა აქვს ერთი აზრი საქართველოს საკუთარი, სამამულო ომის შესახებ. ბუნებრივია. ვერც ვერასოდეს მორიგდებიან ჯავრნაჭამნი და ჯავრუჭმელნი.
მგელის მიერ თავის გაწირვა თავისიანისთვის, დაუფიქრებლად, ინსტიქტის დონეზე ხდება. ამ დროს ცხოველი სრულად უგულებელჰყოფს ყველანაირ ლოგიკას და სასიკვდილოდ სწირავს თავს.
ასეთია ანწუხელიძის ფენომენიც, "რაღაც ქსოვილის ნაგლეჯზე" ფეხის არდადგმა. ალოგიკურობის ლოგიკაა ერთგვარად და არა ლოგიკის ალოგიკურობა.
მე არ მჯერა, რომ ასეთ ნაბიჯს ადამიანი მხოლოდ ინსტიქტის დონეზე დგამს. ეს ყველას გვიდევს ქვეცნობიერის დონეზე, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ახერხებენ რეალიზებას.
ასეთი საქციელისაკენ მთელი ცხოვრება მიდიხარ, საკუთარი ცხოვრების წესითა და პრინციპებით.
ვერ მოინელებდა ანწუხელიძე ვიღაც ხვადაგებისთვის დამორჩილების ბოღმას ალბათ; ამიტომ ისე მოიქცა, სამუდამო სიმშვიდე რომ ჰქონოდა დაუსრულებელ სამყაროში.
ის ადამიანები და ერები, რომლებმაც საკუთარი ბოღმის ჭამა ისწავლეს, ცოდონი არიან ძალიან, რადგან არაფერია საკუთარ ბოღმაზე უფრო მწარე და ძნელად მოსანელებელი.
ერთია მხოლოდ, ზოგჯერ დატკბობაც იცის საკუთარი ბოღმის ლოღვნამ და თუ გაგიტკბა, მაშინ …
… მაშინ ქრება სწორედ ადამიანის სახეც და სულიც. მაშინ ქრება ერიც.
2008 წლის აგვისტომ უბრალოდ გვაჩვენა, რომ ჯერ კიდევ გვაქვს არსებობის რესურსი, როგორც ერს; ძალიან მცირე, ძლივს მოღიმღამე, მაგრამ მაინც რეალური. გაღვივება უნდა ოღონდ იმ ჩანავლულ რესურსს, სულის შებერვა და ვისაც შეგვიძლია, საკუთარი სულებით უნდა მოვახერხოთ ეს მანამ, სანამ თავისით არ დაბრუნდება ცეცხლი.
ამიტომ, გვახსოვდეს!..."



26.09.2020

რატომ გაღარიბდა ქვეყანა? -რას ფიქრობენ გურულები

დაპირებული კეთილდღეობისა და საუკეთესო წლების ნაცვლად, რომ ბოლო რვა წელიწადში საქართველოში სიღარიბის კატასტროფული მაჩვენებელი მივიღეთ, არც მთავარი დამპირებლის და არც მისი გუნდის წევრებისთვის უხერხულობის მომენტი არ შეუქმნია

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

წაიკითხე სრულად »