ოზურგეთში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს

08.08.2020 - ოზურგეთში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს

2008 წლის აგვისტოს ომის მე - 12 წლისთავთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ოზურგეთელი ჯარისკაცების საფლავები გვირგვინით შეამკეს.

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, საქველომოქმედო ასიციაცია „გურიას“ ბენეფიციარებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების მემორიალი მოინახულეს.

2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 169 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. საომარი მოქმედებების დროს დაუღუპა სამი ოზურგეთელი სამხედრო: თემურ ჭიტაძე (სოფელი გურიანთა), თამაზ ნიკიტინი (ქალაქი ოზურგეთი) და ზაურ თენიეშვილი (ქალაქი ოზურგეთი).

„აგვისტოს ომმა ჩვენი უშიშარი მებრძოლების გმირობის ისტორიები შემოინახა. გავიხსენეთ ოზურგეთელი ვაჟკაცები, რომლებმაც საქართველოს ერთიანობას შესწირეს თავი. მათი სახელები სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში, “- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა.

მუნიციპალიტეტმა ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს ფულადი თანხა გადაურიცხა.


26.09.2020

რატომ გაღარიბდა ქვეყანა? -რას ფიქრობენ გურულები

დაპირებული კეთილდღეობისა და საუკეთესო წლების ნაცვლად, რომ ბოლო რვა წელიწადში საქართველოში სიღარიბის კატასტროფული მაჩვენებელი მივიღეთ, არც მთავარი დამპირებლის და არც მისი გუნდის წევრებისთვის უხერხულობის მომენტი არ შეუქმნია

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

წაიკითხე სრულად »