"ვიდრე პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ საქართველოსთვის"- მიხეილ სააკაშვილი

08.08.2020 - "ვიდრე პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ საქართველოსთვის"

სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად, ვიბრძოლებ საქართველოსთვის, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან გააკეთა.

როგორც ყოფილი პრეზიდენტი განმარტავს, საქართველო იქნება აუცილებლად თავისუფალი.

„სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად, ვიბრძოლებ საქართველოსთვის, ჩვენი ღირსების დასაცავად, ვიბრძოლებ რუსეთის დამქაშების და საქართველოს, სიმართლის მტრების წინააღმდეგ. ჩვენი გზა არის სამართლებრივი, კანონიერი და ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით. მე თვითონ ვარ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, მე თვითონ ამ ქალაქში, ჰააგაში ვსწავლობდი მათ შორის, საერთაშორისო სამართალს, მათ შორის, საერთაშორისო სისხლის სამართალს და რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არის ნაცნობი თემა.

ყველა ჩემი კავშირის გამოყენებით და მათ შორის, ამ ძალიან ცნობილი იურისტების მოწვევით და საქმეში ჩაბმით, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს და ჩვენ სიმართლეს ბოლომდე გავიტანთ.

საქართველო იქნება დეოკუპირებული, მტერი აუცილებლად დატოვებს ჩვენს ტერიტორიას, ივანიშვილის ხრიკები არ გავა, ის რაც მათ ჩაიდინეს სიმართლის გაყალბების კუთხით, მან, წუკლუკიანმა, სუს-ის ხალხმა, რა მანიპულაციებიც ჩაიდინეს თუნდაც, ბოლო წლებში გამოძიებასთან დაკავშირებით, ყველაფერში დადგინდება სიმართლე და დადგინდება ვინ აყალბებს და ვინ არის დაინტერესებული იმაში, რომ საქართველო გამტყუნდეს, ვინ არის დაინტერესებული, რომ მტრის, რუსეთის დავალება შეასრულოს, პუტინ-მედვედევის პირველადი დაკვეთა შეასრულოს. საქართველოს ოფიცრები, ვინც იცავდა თავის თავისუფლებას, გამტყუნებულები აღმოჩნდნენ, ეს მათ არ გამოუვათ, დარწმუნებული ვარ, დამნაშავე დაისჯება, საქართველო იქნება აუცილებლად თავისუფალი.

მე ვდგავარ აქ და ვიდგები ბოლომდე იმისათვის, რომ სიმართლე იყოს დაცული და საქართველო გამოვიდეს აქედან სიმართლის მხარეს და გამოვიდეს გამართლებული, იმიტომ რომ საქართველო არის ცამდე მართალი, იმიტომ რომ ჩვენი გმირები იყვნენ ცამდე მართალი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცავდით ჩვენს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, ჩვენ არასდროს არ ვიქნებით სხვისი ნების ბრმა გამტარებლები, რასაც არ უნდა ცდილობდეს დღევანდელი ე.წ. სრულიად არალეგიტიმური მთავრობა, იმიტომ რომ ეს არის მთავრობა, რომელიც დგას ტყუილზე და სულ სხვა მხარის ინტერესებს ატარებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.


26.09.2020

რატომ გაღარიბდა ქვეყანა? -რას ფიქრობენ გურულები

დაპირებული კეთილდღეობისა და საუკეთესო წლების ნაცვლად, რომ ბოლო რვა წელიწადში საქართველოში სიღარიბის კატასტროფული მაჩვენებელი მივიღეთ, არც მთავარი დამპირებლის და არც მისი გუნდის წევრებისთვის უხერხულობის მომენტი არ შეუქმნია

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

წაიკითხე სრულად »