ხელისუფლებამ მინიმუმამდე შეამცირა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები - ქართული ოცნება

08.08.2020 - ხელისუფლებამ მინიმუმამდე შეამცირა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები - ქართული ოცნება

პარტია "ქართული ოცნება" 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წლისთავზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხელისუფლებამ რაციონალური, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკით მინიმუმადე შეამცირა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. 

"ქართული ოცნება" აღნიშნავს, რომ აგვისტოს ომი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული მოვლენა იყო, რომლის შედეგებსაც "დღემდე ვიმკით".

ჩვენ ყველა შესაძლო გზით ვცდილობთ არსებული ვითარების გამოსწორებას. რაციონალური, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკით, ხელისუფლებამ მინიმუმამდე შეამცირა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, წარმატებით ხორციელდება არაღიარების პოლიტიკა, ხოლო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს, - წერია პარტიის განცხადებაში.

პარტიის განცხადებით, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რათა "უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივმა ნაბიჯებმა ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების კუთხით დამატებითი რისკები არ შეუქმნას".

2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა: 170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, შსს-ს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭ­რილ და და­შა­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი ჯამში 2 232-ია ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები. ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის. 


26.09.2020

რატომ გაღარიბდა ქვეყანა? -რას ფიქრობენ გურულები

დაპირებული კეთილდღეობისა და საუკეთესო წლების ნაცვლად, რომ ბოლო რვა წელიწადში საქართველოში სიღარიბის კატასტროფული მაჩვენებელი მივიღეთ, არც მთავარი დამპირებლის და არც მისი გუნდის წევრებისთვის უხერხულობის მომენტი არ შეუქმნია

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

წაიკითხე სრულად »