ფასების უკონტროლო ზრდა - 10-მილიონიანი დახმარების მიუხედავად, პროდუქტები ისევ ძვირდება

04.08.2020 - ფასების უკონტროლო ზრდა - 10-მილიონიანი დახმარების მიუხედავად, პროდუქტები ისევ ძვირდება

"ოცნების" მთავრობამ პანდემიის პერიოდში დაანონსებული მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება ვერ უზრუნველყო. ბიუჯეტიდან 10 მილიონის გამოყოფის მიუხედავად, 9 დასახელების პროდუქტზე ფასების კონტროლი ვერ მოხერხდა და ხალხს ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე უწევს გაორმაგებული თანხის გადახდა.

ირკვევა, რომ ფასების სუბსიდირების პროექტზე ხელისუფლების მთავარი კონტრაქტორები ისევ "ოცნებასთან" დაახლოვებული ბიზნესმენების კუთვნილი კომპანიებია. სწორედ საკუთარ შემომწირველებს გაუფორმა მმართველმა გუნდმა ძვირადღირებული ხელშეკრულებები და შედეგად, ბაზარზე ისევ უკონტროლო პროცესი მიიღო.

კომპანია "ჯეოსტარიდან" აგრესიითა და მუქარით გამოგვისტუმრეს. არადა, ამ კომპანიის დახმარებით, მმართველი გუნდი პირველადი მოხმარების სურსათზე ფასების ზრდის შეჩერებას გეგმავდა. გვინდოდა გაგვეგო პანდემიის დროს კომპანიამ კონკრეტულად რა ტიპის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა და რატომ ვერ მოხერხდა ფასების ზრდის შეჩერება. მთავრი კითხვა არჩილ მაზიაშვილთან გვქონდა: უკავშირდება თუ არა მისი კომპანიის ძვირადღირებული კონტრაქტი იმას , რომ მაზიაშვილმა "ქართულ ოცნებას" 55 ათასი ლარი შესწირა.

არჩილ მაზიაშვილის გარდა, "ქართულმა ოცნებამ" შემოწირულობა სხვა კომპანიებსაც დაუფასა და პანდემიის დროს ძვირადღირებული კონტრაქტები გაუფორმა. ეს კი, ერთი შეხედვით, კეთილშობილური მიზნით ახსნა. 

განცხადება და დაპირება მარტის თვეში მოვისმინეთ. ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო – ამ პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების მიზნით, მთავრობამ სპეციალური პროგრამა დაამტკიცა და ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოყო. გადაწყვეტილებიდან 5 თვის შემდეგ რეალობა სხვაა. პირველადი მოხმარების სურსათზე ფასები დრამატულად გაზრდილია. 

სუბსიდირება 2020 წლის 15 ივლისის ჩათვლით განხორციელდა. ამის მიუხედავად, ფასები გაზრდილია. რატომ მოხდა ასე? უკავშირდება თუ არა ეს იმ ფაქტს, რომ "ქართულმა ოცნებამ" პროგრამაში შემომწირველი კომპანიები ჩართო და მათ უმრავლესობას, რიგ შემთხვევებში, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით კონტრაქტები გაუფორმა? ერთ- ერთი ასეთი ხორბლის იმპორტიორი კომპანია "ბევრილი ჯგუფია". სახელმწიფომ მასთან 677 700 აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. ჩვენ ადგილზე კომპანიაში მივედით, მაგრამ იქ გვითხრეს, რომ კომენტარს არ გააკეთებდნენ.

კომპანიის წილის 99,7%-ის მფლობელი და გენერალური დირექტორი ნერუ ჩანქსელიანია. მან 2016 წელს "ქართულ ოცნებას" თანხა ხუთჯერ შესწირა, ჯამში 18 ათას 230 ლარი, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 2018 წელს 15 ათასი ლარი შესწირა. ეს ფაქტები ოპოზიციას კითხვის ნიშნებს კორუფციასთან დაკავშირებით აღარ უჩენს. ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ. ხელისუფლებას კი ადანაშაულებენ, რომ ქვეყნისათვის ყველაზე კრიტიკული დრო სათავისოდ გამოიყენა.

პანდემიის დროს სახელმწიფო შესყიდვებთან კითხვები აქვთ ექსპერტებსაც და ამბობენ, რომ რეალურად ეს კორუფციული სქემაა და არა გაჭირვებულ ხალხზე ზრუნვის პროგრამა. 

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც გამარტივებულ შესყიდვებში ფიგურირებს, შპს "სერვის-აგროა". ამ კომპანიამ "ქართულ ოცნებას" 2019 წლის ივლისში 100 ათასი ლარი შესწირა. "ოცნებას" სხვადასხვა დროს სოლიდური თანხა შესწირა კომპანიის ერთ-ერთმა მეწილემ დავით ინაურმაც. 2016 წელს – 60 ათასი ლარი, 2017 წელს – 55 ათასი, ხოლო 2019 წელს კი – 60 ათასი ლარი. ჩვენ კომპანიის ოფიციალურ მისამართზე მივედით. იქ დავით ინაურის დედის საცხოვრებელის სახლი დაგხვდა. 

ბათუმელების ინფორმაციით, "სერვის აგროს" სახელმწიფომ 9 ათასი ლარის ღირებულების კონტრაქტი 14 აპრილს ხორბლის შემოტანის მიზნით გაუფორმა. 10-მილიონიანი დახმარების პროგრამის მიუხედავად, მოსახლეობას უფრო და უფრო უძვირდება ცხოვრება.


26.09.2020

რატომ გაღარიბდა ქვეყანა? -რას ფიქრობენ გურულები

დაპირებული კეთილდღეობისა და საუკეთესო წლების ნაცვლად, რომ ბოლო რვა წელიწადში საქართველოში სიღარიბის კატასტროფული მაჩვენებელი მივიღეთ, არც მთავარი დამპირებლის და არც მისი გუნდის წევრებისთვის უხერხულობის მომენტი არ შეუქმნია

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

წაიკითხე სრულად »