"სენატორის ტვიტერი სვანეთში ჯერ არ ამოსულა"- წულუკიანის პასუხი სენატორებს

31.07.2020 - "სენატორის ტვიტერი სვანეთში ჯერ არ ამოსულა"- წულუკიანის პასუხი სენატორებს

გიორგი რურუას საქმე არ არის გამონაკლისი იმ საქმეებისგან, რომლებიც საქართველოს სასამართლოებში თვეში ათეულობით გამოდის - ამბობს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის თქმით, გიორგი რურუას განაჩენის გასაჩივრება ზემდგომ ინსტანციაში შეუძლია 

„კარგი იქნება თუ ამ პროცესების პოლიტიზება არ მოხდება და მხარეებს, მათ შორის რურუას, შეეძლება, თავისი არგუმენტებით თავისივე სიმართლე ამტკიცოს შემდგომ ისტანციაში“ - განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებებს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტს რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებენ წულუკიანი ასე პასუხობს:

„სენატორის ტვიტერი აქ, სვანეთში ჯერ არ ამოსულა, ამიტომ არ ვიცი, ეს ხუმრობით. რაც შეეხება ცოტა უფრო სერიოზულად, ეს არის ლობიზმი და ლობიზმის გამოვლინება, ლობიზმი ვინც იცის რაც არის, ის ხვდება, რაც ხდება" ამბობს წულუკიანი.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელია და შეწყალება/არშეწყალებაც მისი გადასაწყვეტია.

გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან უკვე მოჰყვა მწვავე შეფასებები. დასავლელი პარტნიორები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.


09.08.2020

"სახელმწიფოს აქვს ყოველთვის სათანადო რეაგირება"- წილოსანი მომატებულ კრიმინალზე

"სახელმწიფოს აქვს ყოველთვის სათანადო რეაგირება"- წილოსანი მომატებულ კრიმინალზე

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

„მსოფლიოს რომელი პრეზიდენტი არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას?"

„მსოფლიოს რომელი პრეზიდენტი არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას?"

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

" ჩვენ მივტირით დავით აღმაშენებელს, მაგრამ გვძულს მისი რეალურ ყოფაში არსებობა..."

"გვიყვარს ილიაც, მაგრამ ახლა ფეხზე რომ წამოყენა, მის გზას არავინ გავყვებით... ისევ წიწამურში მოვკლავთ..."

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს- დაკავებულია ხუთი ადამიანი

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს- დაკავებულია ხუთი ადამიანი

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

"ამ ქვეყანაში ძალადობრივი გარემო ივანიშვილმა შექმნა"

"ამ ქვეყანაში ძალადობრივი გარემო ივანიშვილმა შექმნა"

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს-ზურაბიშვილი

კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს-ზურაბიშვილი

წაიკითხე სრულად »