იმედი მაქვს, მოსამართლე, რურუას განაჩენის გამოტანისას, დამოუკიდებელი იყო - აშშ-ს ელჩი

31.07.2020 - იმედი მაქვს, მოსამართლე, რურუას განაჩენის გამოტანისას, დამოუკიდებელი იყო - აშშ-ს ელჩი

იმედი მაქვს, რომ მოსამართლეს, რომელმაც გიორგი რურუას განაჩენი გამოიტანა, საშუალება ჰქონდა, ეს დამოუკიდებლად, ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევის გარეშე გაეკეთებინა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა.

შეიწყალებს თუ არა გიორგი რურუას, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა. მან გადადგა გაბედული ნაბიჯი წინა ჯერზე, რომელიც მიმართული იყო სიტუაციის დეპოლარიზაციისკენ საქართველოში. საბოლოოდ, პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, ამ შეთანხმების თანახმად მხარეებმა დადეს პირობა, რომ არ იქნება ჩარევა სასამართლო სისტემაში. რა თქმა უნდა, ამ პირობას არ აქვს რაიმე კონკრეტულო ვადა.

საქმეზე, რურუას მიმართ ბრალდებების ფაქტობრივ საფუძველზე, თავიდანვე იყო გარკვეული კითხვები, მათ შორის, ომბუდსმენის მხრიდანაც. აშშ-ის საელჩოსა და სხვებს, ასევე ჰქონდათ წუხილები რურუას დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დროსა და გარემოებებთან დაკავშირებით. როგორც ადრეც ვთქვი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს განვითარებისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების ნდობა. ინვესტორებისთვის, რათა დააბანდონ ამ ქვეყანაში და დემოკრატიული სიჯანსაღისა და პროგრესისთვის, - ამბობს კელი დეგნანი. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდ. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

ამის შემდეგ, 2020 წლის 30 ივლისს, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გიორგი რურუას თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა

გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ საერთაშორისო პარტნიორებიც და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. პოლიტპატიმრების, მათ შორის გიორგი რურუას გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმებაც გულისხმობს, თუმცა პირობას "ოცნება" ამ დრომდე არ ასრულებს. 

8 მარტის შეთანხმებისა და დასავლელი პარტნიორების არაერთი მოწოდების შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტპატიმრები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა.   


09.08.2020

"სახელმწიფოს აქვს ყოველთვის სათანადო რეაგირება"- წილოსანი მომატებულ კრიმინალზე

"სახელმწიფოს აქვს ყოველთვის სათანადო რეაგირება"- წილოსანი მომატებულ კრიმინალზე

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

„მსოფლიოს რომელი პრეზიდენტი არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას?"

„მსოფლიოს რომელი პრეზიდენტი არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას?"

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

" ჩვენ მივტირით დავით აღმაშენებელს, მაგრამ გვძულს მისი რეალურ ყოფაში არსებობა..."

"გვიყვარს ილიაც, მაგრამ ახლა ფეხზე რომ წამოყენა, მის გზას არავინ გავყვებით... ისევ წიწამურში მოვკლავთ..."

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს- დაკავებულია ხუთი ადამიანი

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს- დაკავებულია ხუთი ადამიანი

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

"ამ ქვეყანაში ძალადობრივი გარემო ივანიშვილმა შექმნა"

"ამ ქვეყანაში ძალადობრივი გარემო ივანიშვილმა შექმნა"

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს-ზურაბიშვილი

კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს-ზურაბიშვილი

წაიკითხე სრულად »