აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთება - კრიტიკა მსოფლიოს ქვეყნების ლიდერების მხრიდან

11.07.2020 - აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთება - კრიტიკა მსოფლიოს ქვეყნების ლიდერების მხრიდან

თურქეთის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოსა და სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება აია სოფიას ეზოში ათასობით მუსლიმმა აღნიშნა. ტაძრის ეზოში შეკრებილებმა საღამოს ლოცვა ერთობლივად აღავლინეს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მეჩეთად გადაკეთებას პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოეხმაურა და საზოგადოებას სასამართლოს დადგენილების პატივისცემისკენ მოუწოდა. 

იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში მყოფი ძეგლის მეჩეთად გადაკეთების გამო თურქეთის ხელისუფლება მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ გააკრიტიკა. შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა კომიტეტმა თურქეთი ძეგლის დაზიანებაში დაადანაშულა და ერდოღანს გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდა.

აიასოფიას მეჩეთად გადაკეთება უარყოფითდ შეაფასა ოფიციალურმა ათენმაც და ანკარასთან სამომავლო ურთიერთოების გადახედვა დაანონსა. პრემიერმინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთმა ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი შეურაცხყო, რაც მსოფლიოსთვის კატეგორიულად მიუღებელია.

თურქეთში მიმდინარე პროცესების გამო მწუხარებას გამოთქვამს იუნესკოც. მსოფლიოს ძეგლთა დაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და თურქეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვტილებით, აია სოფიას უნივერსალური და ისტორიული ღირებულება ილახება.

აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ გადაწყვეტილება თურქეთის ადამიანისტრაციულმა სასამართლომ და სახელმწიფო საბჭომ გუშინ მიიღო. 


09.08.2020

"სახელმწიფოს აქვს ყოველთვის სათანადო რეაგირება"- წილოსანი მომატებულ კრიმინალზე

"სახელმწიფოს აქვს ყოველთვის სათანადო რეაგირება"- წილოსანი მომატებულ კრიმინალზე

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

„მსოფლიოს რომელი პრეზიდენტი არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას?"

„მსოფლიოს რომელი პრეზიდენტი არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას?"

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

" ჩვენ მივტირით დავით აღმაშენებელს, მაგრამ გვძულს მისი რეალურ ყოფაში არსებობა..."

"გვიყვარს ილიაც, მაგრამ ახლა ფეხზე რომ წამოყენა, მის გზას არავინ გავყვებით... ისევ წიწამურში მოვკლავთ..."

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს- დაკავებულია ხუთი ადამიანი

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს- დაკავებულია ხუთი ადამიანი

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

"ამ ქვეყანაში ძალადობრივი გარემო ივანიშვილმა შექმნა"

"ამ ქვეყანაში ძალადობრივი გარემო ივანიშვილმა შექმნა"

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს-ზურაბიშვილი

კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს-ზურაბიშვილი

წაიკითხე სრულად »