შაქარაშვილის საქმე - ორშაბათიდან ოჯახი დამატებით ექსპერტიზებს აანონსებს

11.07.2020 - შაქარაშვილის საქმე - ორშაბათიდან ოჯახი დამატებით ექსპერტიზებს აანონსებს

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ორშაბათიდან დამატებით ექსპერტიზებს აანონსებს. ამის შესახებ მან "მთავარ არხთან" ისაუბრა. ამბობს, რომ ამ ექსპერტიზამ თავისი გასაკეთებელი გააკეთა, მომდევნო დღეებში კი პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი არაგვში.

ვიცი მათგან რომ დგას დღის წესრიგში და უნდა დაინიშნოს აუცილებლად. დეტალურად, ანალიტიკურ დონეზე უნდა გაეცეს პასუხი. პირველი ექსპერტიზის ფარგლები არ იძლევა იმის გასაქანს, რომ სრული ანალიზი გახდეს, ანუ რაც იყო მაქსიმუმი, ექსპერტიზამ გააკეთა თავის ფარგლებში და უკვე დამატებითი ექსპერტიზები საჭიროა იმისთვის, რომ დეტალურად შეისწავლოს, - ამბობს მირიან ნიკოლაძე. 

ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შემდეგ, 19 წლის ფეხბურთელის ოჯახის პოზიცია კატეგორიული გახდა. მათ ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ 19 ივნისის ღამეს გიორგის ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი მდინარეში ჩააგდეს. ექსპერტიზა ამტკიცებს, რომ შაქრაშვილი წყალში ჩაგდების დროს ცოცხალი იყო.  

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ბრალდებულებისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს - "ტოიოტა ქამრის" მგზავრების მიმართ კვალიფიკაციის დამძიმებას არ ელოდებიან მათი ადვოკატები. უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მათ დანაშაულს დაამტკიცებს. 


09.08.2020

"სახელმწიფოს აქვს ყოველთვის სათანადო რეაგირება"- წილოსანი მომატებულ კრიმინალზე

"სახელმწიფოს აქვს ყოველთვის სათანადო რეაგირება"- წილოსანი მომატებულ კრიმინალზე

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

„მსოფლიოს რომელი პრეზიდენტი არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას?"

„მსოფლიოს რომელი პრეზიდენტი არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას?"

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

" ჩვენ მივტირით დავით აღმაშენებელს, მაგრამ გვძულს მისი რეალურ ყოფაში არსებობა..."

"გვიყვარს ილიაც, მაგრამ ახლა ფეხზე რომ წამოყენა, მის გზას არავინ გავყვებით... ისევ წიწამურში მოვკლავთ..."

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს- დაკავებულია ხუთი ადამიანი

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს- დაკავებულია ხუთი ადამიანი

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

"ამ ქვეყანაში ძალადობრივი გარემო ივანიშვილმა შექმნა"

"ამ ქვეყანაში ძალადობრივი გარემო ივანიშვილმა შექმნა"

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს-ზურაბიშვილი

კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს-ზურაბიშვილი

წაიკითხე სრულად »