ოკუპანტის სამსახურში გადასული გასარიცხია ეროვნული ნაკრებიდან - დეკანოზი შენგელიაზე

11.07.2020 - ოკუპანტის სამსახურში გადასული გასარიცხია ეროვნული ნაკრებიდან - დეკანოზი შენგელიაზე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას რუსულ კლუბ "ცსკა"-ში გადასვლას ეხმაურება.  

როგორც ჭიღლაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, "შენგელიების კოლაბორაციონიზმი რუსეთთან გმირების საფლავებზე დაფურთხებაა".

სასულიერო პირი სპორტსმენის გადაწყვეტილებას "სამარცხვინოს" უწოდებს. ჭიღლაძე მიიჩნევს, რომ შენგელია ეროვნული ნაკრებიდან უნდა გაირიცხოს. 

"თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილება საქართველოს დაუძინებელი მტრის, ოკუპანტი რუსეთის კლუბში გადასვლის შესახებ, რბილად რომ ვთქვა არის სამარცხვინო და მოღალატეობრივი ანტიპატრიოტული ნაბიჯი, უფრო სამწუხარო კი ისაა, რომ ქართველთა ნაწილი ამას ვერ იაზრებს და ამართლებს თორნიკეს ქცევას. ეს ნიშნავს, რომ ერად ვერ ჩამოვყალიბდით, ჯერ კიდევ ტომი, ან ჯოგი ვართ, რომელსაც ღირსება და სამოქალაქო თვითშეგნება არ გააჩნია, პირადი გადარჩენის ინსტინქტებით ვაზროვნებთ. მართებულია და ზედმოჭრილი დიდი მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვები: “ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა, სამშობლო ის ეგონა”.

აფხაზეთის და ჩრდილო ქართლი ვიდრე ოკუპირებულია, ვიდრე ქართველებს ხოცავენ და იტაცებენ, ვიდრე შენი თანამემამულეები გამოყრილი არიან მათი სახლებიდან რუსეთის ძალით, ვიდრე "ანწუხელიძეებს" და "ტატუნაშვილებსგვიხოცავენ, შენგელიების კოლაბორაციონიზმი რუსეთთან არის ამ გმირების საფლავებზე დაფურთხება. სიბრიყვეა იძახო პოლიტიკა და სპორტი სხვადასხვააო, მამულიშვილობა და პატრიოტიზმი სპორტსაც სჭირდება და სპორტსმენსაც! დაუყოვნებლივ გასარიცხია საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ოკუპანტის სამსახურში გადასული, ვინც არ უნდა იყოს იგი", - წერს დეკანოზი. 

 


09.08.2020

"სახელმწიფოს აქვს ყოველთვის სათანადო რეაგირება"- წილოსანი მომატებულ კრიმინალზე

"სახელმწიფოს აქვს ყოველთვის სათანადო რეაგირება"- წილოსანი მომატებულ კრიმინალზე

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

„მსოფლიოს რომელი პრეზიდენტი არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას?"

„მსოფლიოს რომელი პრეზიდენტი არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას?"

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

" ჩვენ მივტირით დავით აღმაშენებელს, მაგრამ გვძულს მისი რეალურ ყოფაში არსებობა..."

"გვიყვარს ილიაც, მაგრამ ახლა ფეხზე რომ წამოყენა, მის გზას არავინ გავყვებით... ისევ წიწამურში მოვკლავთ..."

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს- დაკავებულია ხუთი ადამიანი

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს- დაკავებულია ხუთი ადამიანი

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

"ამ ქვეყანაში ძალადობრივი გარემო ივანიშვილმა შექმნა"

"ამ ქვეყანაში ძალადობრივი გარემო ივანიშვილმა შექმნა"

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს-ზურაბიშვილი

კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს-ზურაბიშვილი

წაიკითხე სრულად »