დიღმელაშვილი - პოლარიზაციაში ინვესტირებულია ფული, რომელიც რუსეთიდან მოდის

29.06.2020 - დიღმელაშვილი - პოლარიზაციაში ინვესტირებულია ფული, რომელიც რუსეთიდან მოდის

"პოლარიზაციაში ინვესტირებულია ფული, რომელიც მოდის არა მხოლოდ ბიუჯეტიდან, არამედ რუსეთიდან", - ამის შესახებ მოძრაობა "სირცხვილიას" წევრმა შოთა დიღმელაშვილმა სოფო ზურაბიანის გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" განაცხადა.

 

როგორც დიღმელაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ნათლად მიანიშნებს, რომ რუსეთი ქართულ პოლიტიკაში დიდი დოზით არის ჩარეული და ცდილობს, ქვეყნის განვითარებას ხელი შეუშალოს. სამოქალაქო აქტივისტმა ამ კონტექსტში მმართველი გუნდის წარმომადგენლები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი საკუთარი დამოკიდებულებით რუსულ მხარეს ხელს უწყობენ.

"ეს პოლარიზაცია ერთ და ორ დღეში არ კვდება, ამაში ინვესტირებულია ფული. ეს ფული არ მოდის მხოლოდ ბიუჯეტიდან. ფული პოლარიზაციაში იდება რუსეთიდან და არა მარტო საქართველოს მიმართულებით. ამერიკაშიც მსჯელობაა სასამართლოებში, რამდენად ერეოდა რუსეთი ამერიკის არჩევნებში. საქართველოში, სადაც ტრისტან წითელაშვილს იწყალებენ და ვიღაცები სამაჩაბლოს გავლით გარბიან მოსკოვში, მერე ბრუნდებიან და დაიარებიან, სადაც ემზარ კვიციანია პარლამენტარი, ხომ გასაგებია ჩვენთან რუსეთი რა დონემდე მანიპულირებს და რა დონემდე აქვს ხელი ჩაყოფილი ქართულ პოლიტიკაში. პოლარიზაციაც, სქემაა დაფინანსების იმისთვის, რომ ადამიანები ერთმანეთს ყელში წვდნენ. ეს ლოკალური დაპირისპირება გამორიცხავს იმას, რომ ქვეყანა გაძლიერდეს და შედგეს როგორც სახელმწიფო. საქართველოს ჩამორჩენა კი რუსეთისთვის ნიშნავს იმას, რომ ნატო-ს ან დასავლეთის საზღვარი აღარ ექნება სამხრეთით. ეს მისი გეოპოლიტიკური ინტერესია. რომან კაკულიამ პირდაპირ თქვა, აღიარა, რომ რუსეთის გეოპოლიტიკურ მოთხოვნებს უწევს ანგარიშს, ანაკლიის პორტზე იყო ეს მაგალითი. მან თქვა, რომ რუსეთს გავუწიეთ ანგარიში და საქართველოს სტრატეგიული გეგმა ამიტომ ჩავაგდეთო", - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.


14.07.2020

ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებოს გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებოს გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

"ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ"- სააკაშვილი

"ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ"- სააკაშვილი

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

რურუას საქმე ევროპარლამენტარების ანგარიშში ასახული არ არის - ზალკალიანი

რურუას საქმე ევროპარლამენტარების ანგარიშში ასახული არ არის - ზალკალიანი

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

დარღვევები ქართულ სასამართლო სისტემაში - საია-ს ანგარიში

დარღვევები ქართულ სასამართლო სისტემაში - საია-ს ანგარიში

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

"კაწროს" მეუღლე, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

"კაწროს" მეუღლე, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

წაიკითხე სრულად »