"ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ" - გახარია

29.06.2020 - "ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ" - გახარია

საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ - აცხადებს გიორგი გახარია. პრემიერ მინისტრი არ აკონკრეტებს ვის გულისხმობს ქვეყნის მტრებში და ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, მთავრობისთვის ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა:

დღეს, ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა, რომ არჩევნები საქართველოში იყოს დემოკრატიული, სრულად გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს არჩევნების დასავლურ უმაღლეს სტანდარტებს, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, ეს არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. ამის შემდგომ უკვე ვის მისცემს ხმას ამომრჩეველი, როდესაც საარჩევნო ურნასთან აღმოჩნდება, ეს მისი გადასაწყვეტია. ერთადერთი, ჩვენ რაც გვამოძრავებს, მე რაც მამოძრავებს პირადად, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ“ - ამბობს გახარია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით, საბოლოოდ დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარდება.


14.07.2020

ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებოს გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებოს გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

"ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ"- სააკაშვილი

"ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ"- სააკაშვილი

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

რურუას საქმე ევროპარლამენტარების ანგარიშში ასახული არ არის - ზალკალიანი

რურუას საქმე ევროპარლამენტარების ანგარიშში ასახული არ არის - ზალკალიანი

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

დარღვევები ქართულ სასამართლო სისტემაში - საია-ს ანგარიში

დარღვევები ქართულ სასამართლო სისტემაში - საია-ს ანგარიში

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

"კაწროს" მეუღლე, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

"კაწროს" მეუღლე, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

წაიკითხე სრულად »