გიორგი გახარია: შავი ზღვა არის ჩვენი ბედი და საქართველოს კარიბჭე

29.06.2020 - გიორგი გახარია: შავი ზღვა არის ჩვენი ბედი და საქართველოს კარიბჭე

შავი ზღვა არის ამ ქვეყნის მომავალი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკურად, პოლიტიკურად, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, შავი ზღვა არის საქართველოს კარიბჭე და შავი ზღვა არის საქართველოს მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანა ეკონომიკურად ვერაფერს მიაღწევს, თუ მეზღვაურის პროფესია არ გახდა ამ ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და საჭირო.

„გილოცავთ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს. დღეს ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია, იმიტომ, რომ გადაზიდვები საერთაშორისო ვაჭრობის 90%-ზე მეტი მოდის საზღვაო გადაზიდვებზე. თქვენ რომ არ იყოთ, მსოფლიო, ეკონომიკა ფაქტიურად გაჩერდებოდა. ეს ძალიან კარგად გვესმის და მინდა განსაკუთრებით ამ კრიზისში, ეს დღე მოგილოცოთ. საქართველოს დღეს 12 000-ზე მეტი მეზღვაური ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა დროშის ქვეშ შრომობენ ქვეყნისთვის, გლობალურად, ვაჭრობის და ზღვაოსნობის განვითარებისთვის. თითოეულ იმ ადამიანს, ახლა ვინც ზღვაშია, მინდა მათ, პირველ რიგში, მივულოცო ეს დღე და ვუსურვო შინ მშვიდობით დაბრუნება. საქართველოს რაც შეეხება, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შავი ზღვა არის ამ ქვეყნის მომავალი, შავი ზღვა არის ჩვენი ბედი და შავი ზღვა არის საქართველოს კარიბჭე და ჩვენ ეკონომიკურად ვერაფერს მივაღწევთ, თუ მეზღვაურის პროფესია არ გახდა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული, საჭირო და თუ მეზღვაურის განათლება ხარისხობრივად უფრო და უფრო არ განვითარდა. სწორედ ამიტომ, პროფესიაც სულ უფრო და უფრო აქტიურად ამოგვყავს პრიორიტეტებში. მოგეხსენებათ, რომ ფოთში დავიწყეთ საზღვაო აკადემიის ფილიალის მშენებლობა, იმიტომ, რომ შავი ზღვისპირეთში უნდა გავიშალოთ. საქართველოში რაც უფრო მეტ მეზღვაურს მოვამზადებთ, ეს ჩვენი ეკონომიკის სიძლიერის მაჩვენებელი იქნება. საბედნიეროდ, ჩვენი აკადემია ამზადებს ღირსეულ კადრებს, რომელზეც მოთხოვნა გლობალურად მაღალია. დღეს ჩვენი მეზღვაურები, რომლებიც შრომობენ სხვადასხვა დროშის ქვეშ, სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებში, ჩვენს ქვეყანას უკვე ეხმარებიან, ეხმარებიან ბევრ ბათუმელს, თავიანთ ოჯახებს, საქართველოს ბევრ მოქალაქეს. გილოცავთ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს.

გვახსოვდეს, რომ შავი ზღვა და მეზღვაურის პროფესია არის ამ ქვეყნის მომავალი. ვერაფერს ვერ მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის ძირითადი ფუნქციის - ლოგისტიკური ჰაბის წარმატებით განხორციელებისათვის, თუ საზღვაო ინფრასტრუქტურა ქვეყანაში არ იქნა მძლავრი, განვითარებული და რაც მთავარია, თუ არ გვეყოლება გლობალურად ძალზედ პატივსაცემი, მაღალი ხარისხის პროფესიონალი მეზღვაურები. შავი ზღვა არის ამ ქვეყნის მომავალი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკურად, პოლიტიკურად, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, შავი ზღვა არის საქართველოს კარიბჭე და შავი ზღვა არის საქართველოს მომავალი. შავი ზღვა თუ საქართველოს მომავალია, მეზღვაურიც, რა თქმა უნდა, არის მომავლის პროფესია, გილოცავთ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

bm.ge


14.07.2020

ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებოს გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებოს გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

"ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ"- სააკაშვილი

"ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ"- სააკაშვილი

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

რურუას საქმე ევროპარლამენტარების ანგარიშში ასახული არ არის - ზალკალიანი

რურუას საქმე ევროპარლამენტარების ანგარიშში ასახული არ არის - ზალკალიანი

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

დარღვევები ქართულ სასამართლო სისტემაში - საია-ს ანგარიში

დარღვევები ქართულ სასამართლო სისტემაში - საია-ს ანგარიში

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

"კაწროს" მეუღლე, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

"კაწროს" მეუღლე, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

წაიკითხე სრულად »