დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო კენჭისყრა გაიმართება

29.06.2020 - დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო კენჭისყრა გაიმართება

დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით უნდა დაამტკიცოს ცვლილებები ქვეყნის მთავარ კანონში, რომლითაც ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადადის.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება-არმიღების საკითხი ისევ ბეწვის ხიდზე გადის. მმართველი პარტია 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებაზე უარს ამბობს და პოლიტპატიმარ გიორგი რურუას ციხეში ტოვებს, ამის გამო კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ მთავარი ოპოზიციური ფრაქციები, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო".

კონსესუსით მიღებული საარჩევნო ცვლილებები იქნებოდა არჩევნების უფრო მშვიდად და მეტი ნდობის ატმოსფეროში ჩატარების გარანტია. როდესაც საარჩევნო პროცესში შედის ივანიშვილი და "ოცნება" პოლიტიკური პატიმრით, ეს ნიშნავს, რომ მას ჩაფიქრებული აქვს გააგრძელოს პოლიტიკური დევნა, გამოიყენოს ძალადობა, მისი ფინანსური თუ ადმინისტრაციული რესურსი, მოსყიდვა, ანუ ის, რაც გვინახავს დღემდე, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე. 

"ქართული ოცნება" ისევ უმრავლესობიდან წასული დეპუტატებისა და "პატრიოტთა ალიანსის" იმედზეა. საკონტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 ხმა ჭირდება. იმ დეპუტატების რაოდენობა კი. ვისაც ღიად აქვს გაცხადებული, რომ ცვლილებებს მხარს უჭერს - 116-ია.

მათი მონაწილეობა არაფრის მომცემი არ იქნება, მათ უკვე საერთაშორისო დონეზე მოიჭრეს თავი იმ ვალდებულების და იმ შეთანხმებიდან გასვლით, რაც მდგომარეობდა 8 მარტის შეთანხმებაში, რომ მათ მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. მაგრამ მათ პოლიტიკურ ლიდერად გაიხადეს ვინმე რურუა. ამით აეხადა საბოლოოდ მათ ე.წ. პროდასავლურობას, - ამბობს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით, 23 ივნისს, 115 ხმით სამის წინააღმდეგ მიიღო. 

განხილვასა და კენჭისყრაში დღეს მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას - "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობდნენ, რომ ცვლილებებს მხარს მხოლოდ პოლიტპატპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლების შემთხვევაში დაუჭერდნენ. 

მანამდე კი პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 136 ხმით ხუთის წინააღმდეგ მიიღო -
ცვლილებებს ოპოზიციიდან მხარი მხოლოდ "ევროპულმა საქართველომ" დაუჭირა იმ მიზნით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდნილიყო და ხელისუფლებას რურუას გასათავისუფლებლად დამატებითი დროც მისცემოდა. თუმცა პარტიაში მაშინვე ამბობდნენ, რომ პოლიტპატიმრის ციხეში დატოვების შემთხვევაში, მეორე და მესამე მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. 

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.


14.07.2020

"კაწროს" მეუღლე, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

"კაწროს" მეუღლე, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

მკაცრად ვგმობთ, რუსული ძალების მიერ, საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტს- მორგან ორტაგუსი

მკაცრად ვგმობთ, რუსული ძალების მიერ, საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტს- მორგან ორტაგუსი

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

ელექტრონული სამაჯური ოჯახში ძალადობისთვის — პარლამენტმა კანონი დაამტკიცა

ელექტრონული სამაჯური ოჯახში ძალადობისთვის — პარლამენტმა კანონი დაამტკიცა

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება

ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

"სად არ მინახავს ღვთისმშობლის ფრესკა, მაგრამ ასეთი გამორჩეული შთაბეჭდილება არცერთს არ მოუხდენია"

"სად არ მინახავს ღვთისმშობლის ფრესკა, მაგრამ ასეთი გამორჩეული შთაბეჭდილება არცერთს არ მოუხდენია"

წაიკითხე სრულად »