"ივანიშვილს მოუწევს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და რურუას გათავისუფლება"

28.06.2020 - "ივანიშვილს მოუწევს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და რურუას გათავისუფლება"

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მმართველი გუნდის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

დეპუტატი ფიქრობს, რომ ივანიშვილის ცვლილებების მიღება მოუწევს, რადგან,  წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ფინანსური სანქციები ემუქრება.

"საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება/არმიღება დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე. თუ უნდა ჩააგდებს. 27-ვე რომ შევიდეთ, 28-ეს მოძებნის თავის მორჩილ დეპუტატებში და წინააღმდეგ მიაცემინებს ხმას, თუმცა ეს უფრო მეტი პოლიტიკური ფასი დაუჯდება. ივანიშვილს არ აქვს ახლა ამის არც ძალა და არც რესურსი. სად აქვს ძალა, უკვე ნახევარი წელი ვერ ჩნდება ხალხთან. ყელზე გამოკრეს მახვილივით დადებული ნაჯახი მის ფინანსურ იმპერიას. მას მოუწევს ცვლილებების მიღება. მოუწევს რურუას გათავისუფლება“, - განაცხადა გოცირიძემ. 

8 მარტის შეთანხმების თანახმად, საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე უნდა იმსჯელონ. კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, 8 მარტს შედგა.

მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტპატიმრები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, თუმცა გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. 


14.07.2020

"კაწროს" მეუღლე, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

"კაწროს" მეუღლე, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

მკაცრად ვგმობთ, რუსული ძალების მიერ, საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტს- მორგან ორტაგუსი

მკაცრად ვგმობთ, რუსული ძალების მიერ, საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტს- მორგან ორტაგუსი

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

ელექტრონული სამაჯური ოჯახში ძალადობისთვის — პარლამენტმა კანონი დაამტკიცა

ელექტრონული სამაჯური ოჯახში ძალადობისთვის — პარლამენტმა კანონი დაამტკიცა

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება

ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

"სად არ მინახავს ღვთისმშობლის ფრესკა, მაგრამ ასეთი გამორჩეული შთაბეჭდილება არცერთს არ მოუხდენია"

"სად არ მინახავს ღვთისმშობლის ფრესკა, მაგრამ ასეთი გამორჩეული შთაბეჭდილება არცერთს არ მოუხდენია"

წაიკითხე სრულად »