1-ლი ივლისიდან ევროკავშირი საზღვრებს საქართველოსაც გაუხსნის - "ლე მონდი"

28.06.2020 - 1-ლი ივლისიდან ევროკავშირი საზღვრებს საქართველოსაც გაუხსნის - "ლე მონდი"

პირველი ივლისიდან ევროკავშირი გარე საზღვრებს 14 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც გაუხსნის - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა "ლე მონდი" ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, ბრიუსელში ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა შეთანხმებას მაინც მიაღწია. 

14 ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია: ავსტრალია, კანადა, სამხრეთ კორეა, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ურუგვაი, ალჟირი, მაროკო, ტუნისი, მონტენეგრო, სერბეთი და საქართველო.

მათივე ცნობით, ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეები ევროკავშირში კარანტინის გავლის გარეშე შევლენ.  

გამოცემა წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და თურქეთი ამ სიაში არ მოხვდა. განიხილება მხოლოდ ჩინეთის დამატება, თუმცა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის ევროკავშირის მოქალაქეებს საზღვრებს თავადაც გაუხსნის. 

მანამდე კი, ევროკავშირის მიერ საზღვრების გახსნაზე განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა "ევრონიუსმა". რამდენიმე დღის წინ გამოცემა წერდა, რომ საზღვრები 54 ქვეყნისთვის გაიხსნებოდა. საქართველო მათ ჩამონათვალშიც შედიოდა. 

ამ თემაზე ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. 

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ ევროკავშირი საზღვრებს საქართველოს მოქალაქეებსაც გაუხსნის, ქართული მხარის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ფრენები 1-ელ აგვისტომდე გადაიდო

 


14.07.2020

ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებოს გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებოს გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

"ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ"- სააკაშვილი

"ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ"- სააკაშვილი

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

რურუას საქმე ევროპარლამენტარების ანგარიშში ასახული არ არის - ზალკალიანი

რურუას საქმე ევროპარლამენტარების ანგარიშში ასახული არ არის - ზალკალიანი

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

დარღვევები ქართულ სასამართლო სისტემაში - საია-ს ანგარიში

დარღვევები ქართულ სასამართლო სისტემაში - საია-ს ანგარიში

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

"კაწროს" მეუღლე, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

"კაწროს" მეუღლე, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

წაიკითხე სრულად »