დისტანციური სწავლება არ შედგა - სკოლის დირექტორები ახალ დირექტივებს ელოდებიან

28.06.2020 - დისტანციური სწავლება არ შედგა - სკოლის დირექტორები ახალ დირექტივებს ელოდებიან

2020 წლის შემოდგომის სასწავლო სემესტრის დისტანციურად წარმართვას პედაგოგები აკრიტიკებენ. მათი თქმით, ამ მოდელმა არ გაამართლა და საჭიროა, რომ სკოლებმა გეგმა ინდივიდუალურად შეიმუშაონ.

სკოლის დირექტორები აცხადებენ, რომ სკოლებმა ყველაზე უკეთ იციან, რამდენად ეფექტიანია დისტანციური სწავლება და ამიტომაც ამ საკითხზე მათი აზრი გათვალისწინებული უნდა იყოს. 

„განრიგი გავაკეთეთ საფეხურების მიხედვით, რათა სკოლაში ერთსა და იმავე დროს იყოს მოსწავლეთა რაოდენობის ნახევარი. სამინისტრომ უნდა გვითხრას, რამდენ კვადრატულ მეტრს მოიაზრებს ერთ მოსწავლეზე ახალი რეკომენდაციებით. მაგალითად, ერთ საკლასო ოთახში რამდენი ბავშვი იჯდეს, როგორ ჩავატაროთ ფიზიკური მომზადების გაკვეთილები. უნდა ვაღიაროთ - დისტანციური სწავლება არ შედგა", - ამბობს ელზა ბადაშვილი, თბილისის 136-ე სკოლის დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრო 2020-21 სასწავლო წლებისთვის სიახლეებს გეგმავს.  როგორც გამოცემა edu.aris.ge იუწყება, სასწავლო პროცესი შესაძლოა, კვლავ დისტანციურად გაგრძელდეს ან ნაკადების მოწესრიგების მიზნით ორცვლიანი ფორმატით განახლდეს.


14.07.2020

"კაწროს" მეუღლე, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

"კაწროს" მეუღლე, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

მკაცრად ვგმობთ, რუსული ძალების მიერ, საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტს- მორგან ორტაგუსი

მკაცრად ვგმობთ, რუსული ძალების მიერ, საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტს- მორგან ორტაგუსი

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

ელექტრონული სამაჯური ოჯახში ძალადობისთვის — პარლამენტმა კანონი დაამტკიცა

ელექტრონული სამაჯური ოჯახში ძალადობისთვის — პარლამენტმა კანონი დაამტკიცა

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება

ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

"სად არ მინახავს ღვთისმშობლის ფრესკა, მაგრამ ასეთი გამორჩეული შთაბეჭდილება არცერთს არ მოუხდენია"

"სად არ მინახავს ღვთისმშობლის ფრესკა, მაგრამ ასეთი გამორჩეული შთაბეჭდილება არცერთს არ მოუხდენია"

წაიკითხე სრულად »