ოზურგეთში პოლიტიკური სკანდალი მწიფდება - რატომ დაითხოვეს პროკურორი

28.06.2020 - ოზურგეთში პოლიტიკური სკანდალი მწიფდება - რატომ დაითხოვეს პროკურორი

"გურიის მოამბის" მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელშიც საუბარი იყო ოზურგეთის პროკურატურიდან ერთ ერთი პროკურორის, პეტრე სალუქვაძისა და პროკურატურის კანცელარიის უფროსის, გოგი ჯიმშიაშვილის თანამდებობიდან გაშვებაზე, დღეს რედაქციას ანონიმი წყარო დაუკავშირდა და ამ ადამიანების თანამდებობებიდან განთავისუფლების მიზეზები აცნობა.

წყაროს ცნობით, პროკურატურის თანამშრომლების კარიერა, მათ მიერ, ხსენებულ უწყებაში, ადგილობრივი პარტიული ინბტერესების გატარებას შეეწირა.

კერძოდ ორთავე თანამშრომელს უწყებიდან მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის გაქრობას ედავებიან, ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია კი "ქართული ოცნების" შესაძლო დეპუტატობის კანდიდატს, შემოდგომაზე დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში გურიის მაჟორიტარულ ოლქში, დავით მდინარაძეს უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, დავით მდინარაძე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ამხილეს და შესაბამისი ოქმიც და ახსნა განმარტების ბარათებიც დანიშნულების ადგილზე წარადგინეს.

თუმცა მოგვიანებით, ეს დოკუმენტაცია უწყებიდან გაქრა.

თუ რა დანაშაულზე, ანუ კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაზე თუ ფაქტზეა საუბარი "ქართული ოცნების" შესაძლო კანდიდატის მხრიდან, ეს ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, თუმცა წყარო აღნიშნავს, რომ ამ საქმეში გარდა ფინანსებისა, ადგილობრივი პარტიული და სახელისუფლებო ელიტა ჩაერია, რის შედეგადაც დავით მდინარაძე შესაძლო კანდიდატი - რომელიც ასევე ოზურგეთის საკრებულოს მოქმედი დეპუტატია - გასამართლებას დიდი ალბათობით გადაურჩა.


14.07.2020

დარღვევები ქართულ სასამართლო სისტემაში - საია-ს ანგარიში

დარღვევები ქართულ სასამართლო სისტემაში - საია-ს ანგარიში

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

"კაწროს" მეუღლე, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

"კაწროს" მეუღლე, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

მკაცრად ვგმობთ, რუსული ძალების მიერ, საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტს- მორგან ორტაგუსი

მკაცრად ვგმობთ, რუსული ძალების მიერ, საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტს- მორგან ორტაგუსი

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

ელექტრონული სამაჯური ოჯახში ძალადობისთვის — პარლამენტმა კანონი დაამტკიცა

ელექტრონული სამაჯური ოჯახში ძალადობისთვის — პარლამენტმა კანონი დაამტკიცა

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება

ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება

წაიკითხე სრულად »