თბილისის უბნები "ქართულმა ოცნებამ" დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს - მიხეილ სააკაშვილი

28.06.2020 - თბილისის უბნები "ქართულმა ოცნებამ" დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს - მიხეილ სააკაშვილი

თბილისის უბნები "ქართულმა ოცნებამ" დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული რაგბისტების გავლენიანი მფარველების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. 

"ფეისბუქის" პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ საქართველოში კრიმინალურ ავტორიტეტებს ქართველ ხალხთან ერთად, შემოდგომაზე დაასრულებს.

შევარდნაძის დროს შს მინისტრი ხვდებოდა აეროპორტში კანონიერ ქურდებს, დღეს კი ქვეყნის მმართველის, ყოფილი პრემიერმინისტრის და მმართველი პარტიის ლიდერის შვილი, რომელიც თავადაც აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში, შვილს უნათლავს კანონიერი ქურდის შვილს და მეგობრობს ამ კრიმინალურ ავტორიტეტ - კაწროსთან. თბილისის უბნები "ქართულმა ოცნებამ" დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს. ამას ქართველი ხალხი და მე დავასრულებთ შემოდგომით, - წერს სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაკავებული ნახალოვკელი რაგბისტები ბერა ივანიშვილის ძმაკაცის ავთანდილ ბილანიშვილის დაჯგუფებიდან არიან. ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" ლიდერია სპორტსმენების ზონდერ რაზმისა, რომელიც ხელისუფლებას საარჩევნოდაც ულაგებს ხოლმე ქუჩას. 

ანონიმური წყაროს მიხედვით, სწორედ ბერასთან ნათელმირონობის გამო, "კაწრომ" პოლიციასთან ამ საქმის დალაგება თავის თავზე აიღო. პირადად ის ამ გარჩევაში არსად ფიგურირებს, მაგრამ საძმოსთვის მფარველობის გაწევა, მილიარდერი მეჯვარის წყალობით, ნამდვილად შეეძლო.


14.07.2020

ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებოს გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებოს გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

"ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ"- სააკაშვილი

"ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ"- სააკაშვილი

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

რურუას საქმე ევროპარლამენტარების ანგარიშში ასახული არ არის - ზალკალიანი

რურუას საქმე ევროპარლამენტარების ანგარიშში ასახული არ არის - ზალკალიანი

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

დარღვევები ქართულ სასამართლო სისტემაში - საია-ს ანგარიში

დარღვევები ქართულ სასამართლო სისტემაში - საია-ს ანგარიში

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

"კაწროს" მეუღლე, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

"კაწროს" მეუღლე, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

წაიკითხე სრულად »