საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება

23.05.2020 - საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაშია ასახული. 

ჩერდება:

  • სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით;
  • საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება;
  • რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით. 
  • წყარო: "მთავარი"


28.05.2020

"ჩემი ბრძოლა უკრაინისთვის -არის ბრძოლა საქართველოსთვის"- სააკაშვილი

"ჩემი ბრძოლა უკრაინისთვის -არის ბრძოლა საქართველოსთვის"

წაიკითხე სრულად »


28.05.2020

ექვს წელში საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასები 18-დან 43 მილიონამდე გაიზარდა

ექვს წელში საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასები 18-დან 43 მილიონამდე გაიზარდა

წაიკითხე სრულად »


28.05.2020

"მოეშვით ამ "ველიკაძერჟავულ" ჩვევებს" - გამყრელიძის მიმართვა ონიშენკოს

"მოეშვით ამ "ველიკაძერჟავულ" ჩვევებს" - გამყრელიძის მიმართვა ონიშენკოს

წაიკითხე სრულად »


28.05.2020

"აშშ საქართველოს ნომერ პირველი პარტნიორია და ეს უნდა შიგნოს რუსეთმა"- ამირან გამყრელიძე

"აშშ საქართველოს ნომერ პირველი პარტნიორია და ეს უნდა შიგნოს რუსეთმა"- ამირან გამყრელიძე

წაიკითხე სრულად »


28.05.2020

მდინარე ნატანებზე სოფელ მერიაში შ.პ.ს."აქ-ვა"ს კარიერული წარმოება შეუჩერდა

მდინარე ნატანებზე სოფელ მერიაში შ.პ.ს."აქ-ვა"ს კარიერული წარმოება შეუჩერდა

წაიკითხე სრულად »


28.05.2020

"მითი არაფორმალურ მმართველზე, გახარიას გამოსვლის შემდეგ გაქრა"- ვოლსკი

"მითი არაფორმალურ მმართველზე, გახარიას გამოსვლის შემდეგ გაქრა"- ვოლსკი

წაიკითხე სრულად »