ნატო-ში გაწევრიანების ახალი ფორმულა საქართველოსთვის - კურტ ვოლკერის შეთავაზება ალიანსს

23.05.2020 - ნატო-ში გაწევრიანების ახალი ფორმულა საქართველოსთვის - კურტ ვოლკერის შეთავაზება ალიანსს

„მხოლოდ აშშ ამას ვერ გადაწყვეტს, რადგან ალიანსის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი... თუ ნატო-ში ამ სახით შესვლას დავთანხმდებით, მაშინ სამუშაო იქნება იმ წევრებთან, რომლებიც წინააღმდეგი არიან", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე ახალ ინიციატივას, რომლის შესახებაც უკრაინის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეცწარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა ისაუბრა ნატო-ში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღებასთან დაკავშირებით.

ნატო-ში პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიღება შესაძლოა ახალი წესით დაიწყოს. კერძოდ, უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეცწარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა „უსაფრთხოების საკითხებში კიევის ფორუმის" ონლაინ დისკუსიის ფაგრგლებში ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების ახალი გეგმა წარმოადგინა.

ვოლკერის თქმით, ისეთი ქვეყნები, რომელთაც რუსეთთან კონფლიქტი აქვთ ალიანსში უნდა მიიღონ ისე, რომ ნატო-ს მოეხსნას მე-5 მუხლის შესრულების ვალდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია არ იქნება ვალდებული დაიწყოს საომარი მოქმედებები რუსეთთან და დაიცვას თავისი ახალი წევრის ოკუპირებული ტერიტორიები. საუბარია როგორც საქართველოზე, ასევე უკრაინასა და მოლდოვაზე.

უფრო კონკრეტულად კი, ვოლკერის აზრით, ნატომ და მასში გაწევრიანების მსურველმა ქვეყანამ უნდა გააფორმონ შეთანხმება, რომ ნატოს წესდების მე-5 მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს.

აღნიშნული შეთავაზება ვოლკერმა განმარტა იმით, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს არ სურთ რუსეთთან დაპირისპირება და მე-5 მუხლის პირობების შესრულება:

„რუსეთს არ უნდა ალიანსში შესვლის შესაძლებლობა მისცეს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, რის გამოც აღნიშნული ქვეყნების გარკვეული ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. ხოლო ალიანსის წევრებს კი არ გააჩნიათ განსაკუთრებული სურვილი, რომ საკუთარ რიგებში მიიღონ ქვეყანა, სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია. ნატოს წესდების მე-5 მუხლის თანახმად, ეს ავტომატურად იმის ნიშნავს, რომ რუსეთთან ომი უნდა დაიწყონ ამ ტერიტორიების ძალით დასაბრუნებლად", - განაცხადა ვოლკერმა ონლაინ დისკუსიის მსვლელობისას.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ მსგავსი შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში ნატო „ვალდეებულებას იღებს, რომ პირველი არ დაიწყებს საომარ მოქმედებებს ტერიტორიების დასაბრუნებლად".

თორნიკე შარაშენიძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მიუხედავად აშშ-ის გავლენისა, ვოლკერის მიერ გამოთქმული ინიციატივა არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად დამტკიცდება და აღნიშნული მოდელით იხელმძღვანელებს ალიანსი:

„ამერიკის შეერთებული შტატები არის ნატო-ს ერთი-ერთი წევრი, მართალია, ყველაზე გავლენიანი, მაგრამ ერთ-ერთი და მხოლოდ აშშ ამას (ნატო-ში ქვეყნების მიღების წესის ცვლილება - რედ.) ვერ გადაწყვეტს, რადგან ალიანსის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი", - ამბობს შარაშენიძე.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაიის წევრი ქვეყნების ვოლკერის ინიციატივას არ დათანხმდება:

„არა მგონია, რომ ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნები დაეთანხმონ ამ ინიციატივას. უკვე 12 წელია ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს შეთანხმება. გერმანია პოზიციას არ იცვლის, თუმცა, არა მხოლოდ გერმანია არ იცვლის პოზიციას, მაგრამ ის ყველაზე აქტიურად. ვოლკერის ინციატივა შესაძლოა ჩვენ მოგვწონდეს, მაგრამ ჯერჯერობით გერმანიაში ასე არ ფიქრობენ და, პირველ ყოვლისა, იქაა სამუშაო.

„თუ ნატოში ამ სახით შესვლას დავთანხმდებით, მაშინ სამუშაო იქნება იმ წევრებთან, რომლებიც წინააღმდეგი არიან, თორემ ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა, რაც არაა საკმარისი", - განმარტა შარაშენიძემ.


29.05.2020

"ამნეზიის ნიშნები აქვთ"- დიდმიტრი ხუნდაძე ოპოზიციაზე

"ამნეზიის ნიშნები აქვთ"- დიდმიტრი ხუნდაძე ოპოზიციაზე

წაიკითხე სრულად »


29.05.2020

"ოპოზიციას არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი აღარ აქვს"- კობახიძე GORBI-ის კვლევაზე

"ოპოზიციას არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი აღარ აქვს"- კობახიძე GORBI-ის კვლევაზე

წაიკითხე სრულად »


29.05.2020

"საქართველოში ოპოზიცია პრაკტიკულად არ არსებობს"- მამუკა მდინარაძე

"საქართველოში ოპოზიცია პრაკტიკულად არ არსებობს"- მამუკა მდინარაძე

წაიკითხე სრულად »


28.05.2020

"ჩემი ბრძოლა უკრაინისთვის -არის ბრძოლა საქართველოსთვის"- სააკაშვილი

"ჩემი ბრძოლა უკრაინისთვის -არის ბრძოლა საქართველოსთვის"

წაიკითხე სრულად »


28.05.2020

ექვს წელში საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასები 18-დან 43 მილიონამდე გაიზარდა

ექვს წელში საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასები 18-დან 43 მილიონამდე გაიზარდა

წაიკითხე სრულად »


28.05.2020

"მოეშვით ამ "ველიკაძერჟავულ" ჩვევებს" - გამყრელიძის მიმართვა ონიშენკოს

"მოეშვით ამ "ველიკაძერჟავულ" ჩვევებს" - გამყრელიძის მიმართვა ონიშენკოს

წაიკითხე სრულად »