მოიხსნას საქართველოს საზღვართან სადამკვირვებლო ფრენებზე შეზღუდვები - ნატო-ს მიმართვა რუსეთს

23.05.2020 - მოიხსნას საქართველოს საზღვართან სადამკვირვებლო ფრენებზე შეზღუდვები - ნატო-ს მიმართვა რუსეთს

NATO რუსეთს "ღია ცის შეთანხმების" სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთს საქართველოს საზღვართან სადამკვირვებლო ფრენებზე შეზღუდვების მოხსნას ურჩევს.

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მხრიდან "ღია ცის ხელშეკრულებით" ნაკისრი ვალდებულებების შერჩევით შესრულებამ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხე შეუქმნა.

შეერთებულმა შტატებმა რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. აშშ-ს დებულების შესაბამისად, ექვს თვეში ხელშეკრულების დატოვებას გეგმავს, თუმცა შესაძლოა, გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში გადახედოს, თუ რუსეთი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.

ამის გარდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, რუსეთმა უარი თქვა სადამკვირვებლო ფრენების დაშვებაზე თავისი საზღვრის გასწვრივ 10-კილომეტრიან დერეფანში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ამით კი ოფიციალური მოსკოვი მცდარი ნარატივის გავრცელებას შეეცადა, თითქოს, ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან.

"ღია ცის შეთანხმება" 35 სახელმწიფოს აერთიანებს. დებულების თანახმად, ხელმომწერი ქვეყნების ავიაციას სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენის უფლება ენიჭება. „ღია ცის შესახებ შეთანხმება“ 1992 წელს ჰელსინკიში გაფორმდა.


25.09.2020

პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

წაიკითხე სრულად »


24.09.2020

გაჩერებული ქალაქები უნდა აშენდეს, 2012 წლამდე ტემპი უნდა დაბრუნდეს – ნანუკა ჟორჟოლიანი

გაჩერებული ქალაქები უნდა აშენდეს, 2012 წლამდე ტემპი უნდა დაბრუნდეს – ნანუკა ჟორჟოლიანი

წაიკითხე სრულად »


24.09.2020

"ამ მთავრობამ გაგვიცრუა იმედები"- ვის ირჩევენ გურულები მაჟორიტარად

"ამ მთავრობამ გაგვიცრუა იმედები"- ვის ირჩევენ გურულები მაჟორიტარად

წაიკითხე სრულად »


24.09.2020

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა: კორონავისუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა: კორონავისუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა

წაიკითხე სრულად »


24.09.2020

ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში Covid-19-ის შემთხვევა დადასტურდა, ეპისკოპოსს ტესტირებას ჩაუტარებენ

ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში Covid-19-ის შემთხვევა დადასტურდა, ეპისკოპოსს ტესტირებას ჩაუტარებენ

წაიკითხე სრულად »