"ნამუსთან არიან მწყრალად"- ნუკრი ქანთარია ოპოზიციაზე

22.05.2020 - "ნამუსთან არიან მწყრალად"- ნუკრი ქანთარია ოპოზიციაზე

გოიმობას არ ვიტყვი, მაგრამ ნამუსთან რომ მწყრალად არის ეს ხალხი, ეს ხომ ფაქტია. ნამუსგარეცხილობა ხალხი, ეს ხომ ფაქტია. რომ არსებობს, ეს ხომ ფაქტია - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ "ტვ პირველის" ეთერში, განაცხადა.

კითხვაზე, როდესაც ოპოზიციის მხრიდან საგნობრივ მსჯელობაზე საუბრობთ, თავად ხელისუფლებას აქვს ამ მხრივ შემხვედრი ნაბიჯები, მაშინ როდესაც ირაკლი კობახიძე მათ გოიმებს და ჩამორჩენილებს უწოდებს? - რაზეც დეპუტატი ასე პასუხობს:

"გოიმები რა შუაშია? რა კონტექსტში თქვა ეს კობახიძემ ნამდვილად არ ვიცი. ტერმინი "გოიმი" ჩემ ახალგაზრდობაშიც იყო, მერე გადავიდა მოდიდან. მერე ისევ შემოდის ხოლმე. სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებენ, რომ თითქოს ჩამორჩენილ, გაუნათლებელ და ასეთ ადამიანებს უწოდებდნენ ხოლმე. რაღაცა ძველმოდურსა და ყავლგასულს. არ ვიცი ეს იგულისხმა მან თუ არა. ისე რამდენადაც ვიცი უცხო სიტყვაა და მგონი უცხოს ნიშნავს. ასე, რომ რა კონტექსტში უწოდა არ ვიცი.

გოიმობას არ ვიტყვი, მაგრამ ნამუსთან რომ მწყრალად არის ეს ხალხი, ეს ხომ ფაქტია. ნამუსგარეცხილობა რომ არსებობს, ეს ხომ ფაქტია. ამ უმძიმეს ვითარების მიუხედავად, ნამუსი მათ საძებნელი აქვთ. გოიმობა თუ სხვა სიტყვაა, ყველას თავისი შეფასება აქვს. მე ამ სიტყვას საერთოდ არ ვხმარობ", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.


09.08.2020

"სახელმწიფოს აქვს ყოველთვის სათანადო რეაგირება"- წილოსანი მომატებულ კრიმინალზე

"სახელმწიფოს აქვს ყოველთვის სათანადო რეაგირება"- წილოსანი მომატებულ კრიმინალზე

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

„მსოფლიოს რომელი პრეზიდენტი არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას?"

„მსოფლიოს რომელი პრეზიდენტი არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას?"

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

" ჩვენ მივტირით დავით აღმაშენებელს, მაგრამ გვძულს მისი რეალურ ყოფაში არსებობა..."

"გვიყვარს ილიაც, მაგრამ ახლა ფეხზე რომ წამოყენა, მის გზას არავინ გავყვებით... ისევ წიწამურში მოვკლავთ..."

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს- დაკავებულია ხუთი ადამიანი

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს- დაკავებულია ხუთი ადამიანი

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

"ამ ქვეყანაში ძალადობრივი გარემო ივანიშვილმა შექმნა"

"ამ ქვეყანაში ძალადობრივი გარემო ივანიშვილმა შექმნა"

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს-ზურაბიშვილი

კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს-ზურაბიშვილი

წაიკითხე სრულად »