ანაკლიის პორტი და რუსული ინტერესები- რას ამბობს ამერიკელი გენერალი

22.05.2020 - ანაკლიის პორტი და რუსული ინტერესები- რას ამბობს ამერიკელი გენერალი

ამერიკელი გენერალი „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება. შეერთებული შტატების ევროპული ძალების ყოფილი სარდალი დაბეჯითებით ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას დაუბრუნდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას.

გენერალი ბენ ჰოჯისი „მთავარ არხთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ადასტურებს, რომ დასავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ანაკლიის პორტის თემა ისევ დღის წესრიგში ბრუნდება.

ბენ ჰოჯისის თქმით, პორტის პროექტის განსახორციელებლად, ამერიკულ მხარეს გარანტიები სჭირდება.

ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად ამერიკულმა მხარემ ინვესტიციები განახორციელა და დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სამართლებრივი პრობლემები არ შეიქმნება.

აშშ-მ განახორციელა ინვესტიციები, მაგრამ ამერიკული მხარე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სამართლებრივი საკითხები და გამჭვირვალობა დაცული იქნება; რომ მთავრობა ერთ დღეს არ დახურავს ამ პროექტს და კონსორციუმს ყალბ თემებს არ მოუგონებს, - აცხადებს ბენ ჰოჯისი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა რომ რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამას ამერიკელი გენერალი ხაზგასმით ამბობს.

რუსეთს არ უნდა საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტი, რადგან შავ ზღვაზე თავად მუშაობს. მას ურჩევნია ჩინური ტვირთებიანი კონტეინერები საქართველოს ნაცვლად თავად მიიღოს. კრემლს სურს, საქართველოში იყოს მეორეხარისხოვანი პორტები, ვიდრე ღრმაწყლოვანი ნავსადგური, სადაც გერმანული, დანიური, ბრიტანული და ამერიკული ინვესტიციები იქნება. მხოლოდ ქართველი ხალხის სიყვარულისა და პატივისცემის გამო დასავლურ ინვესტიციებს ქვეყანაში არავინ ჩადებს. თუკი ეს ქვეყნები თქვენთან ფულს არ დააბანდებენ, რომელიც დაცვას საჭიროებს, შესაბამისად, მათ არ ექნებათ რისკები. ამიტომ, დასავლეთ ევროპის ქვეყნები დიდ ყურადღებას არ აქცევენ საქართველოს უსაფრთხოებას, ბორდერიზაციას და ეს არის სწორედ ის, რაც რუსეთს უნდა, - აცხადებს ბენ ჰოჯისი.


26.09.2020

რატომ გაღარიბდა ქვეყანა? -რას ფიქრობენ გურულები

დაპირებული კეთილდღეობისა და საუკეთესო წლების ნაცვლად, რომ ბოლო რვა წელიწადში საქართველოში სიღარიბის კატასტროფული მაჩვენებელი მივიღეთ, არც მთავარი დამპირებლის და არც მისი გუნდის წევრებისთვის უხერხულობის მომენტი არ შეუქმნია

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

საქართველოს მოსახელობის ყოველი მეშვიდე მოქალაქე შემწეობას იღებს- სოციალური სააგენტო

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

"ჩოჩხათის თემში “ოცნების” კოორდინატორები ხალხს გადასაბირებლად ხმების სანაცვლოდ სესხების განულებას პირდებიან"

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

წაიკითხე სრულად »


25.09.2020

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

გახარია გაეროში: საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგიწოდებთ, შეაფასოთ რუსეთის ქმედებები

წაიკითხე სრულად »