წულუკიანის მიერ პარლამენტში ომბუდსმენის თანამშრომლის ვიდეოს ჩვენებისთვის სამინისტრო დაჯარიმდა

26.03.2020 - წულუკიანის მიერ პარლამენტში ომბუდსმენის თანამშრომლის ვიდეოს ჩვენებისთვის სამინისტრო დაჯარიმდა

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ პარლამენტში პერსონალური მონაცემების გასაჯაროვების გამო სახელმწიფო ინსპექტორმა სამინისტრო დააჯარიმა. ვიდეოში, რომელიც 21 იანვრის კომიტეტის სხდომაზე თეა წულუკიანმა გაავრცელა, ჩანს, როგორ ამოწმებს ციხეს ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელი. სახელმწიფო ინსპექტორმა დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტროს ეს ჩანაწერები უნდა ეჩვენებინა პირის იდენტიფიცირების გარეშე (დაბლარული).

სახელმწიფო ინსპექტორმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სამინისტროს დაავალა, ვიდეოჩანაწერების წაშლა ან პერსონალური ინფორმაციის დაფარვა.

"იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა ამ ჩანაწერების შენახვის უფლებამოსილება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ სამინისტროს ჰქონდა ამ ჩანაწერების გასაჯაროების ინტერესიც, თუმცა სამსახურმა არაკანონიერად მიიჩნია ამ ჩანაწერებზე აღბეჭდილი პირების სახეების ჩვენება", — აცხადებენ ინსპექტორის სამსახურში.

ომბუდსმენის თანამშრომლის პერსონალური მონაცემები გავრცელდა პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალური ქსელის გვერდზე. გარდა ამისა, კადრები გააშუქეს ტელევიზიებმა და საინფორმაციო სააგენტოებმა.

შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საიამ მიმართა. საიას განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ვიდეო ჩაიწერეს 2019 წლის 19 აპრილს და გავრცელდა 2020 წლის 21 იანვარს.

თეა წულუკიანმა ციხის მონიტორინგის კადრები პარლამენტში მოსმენის დროს გაასაჯაროვა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს ფაქტი კანონისა და საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევად შეაფასეს. მათი განცხადებით, იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს.

ლომჯარიამ განაცხადა, რომ კადრების რამდენიმე თვით დაარქივებისა და გასაჯაროების გამო წულუკიანს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში უჩივლებდა.


04.04.2020

კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ მედპერსონალზე მერიამ სახელფასო დანამატები გასცა

კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ მედპერსონალზე მერიამ სახელფასო დანამატები გასცა

წაიკითხე სრულად »


04.04.2020

ოზურგეთის ბაზარი დაიხურა და გარევაჭრობა აიკრძალა

ოზურგეთის ბაზარი დაიხურა და გარევაჭრობა აიკრძალა

წაიკითხე სრულად »


03.04.2020

ოზურგეთის საკათედრო ტაძრის გაქურდვისთვის არასრულწლოვნები დააკავეს

ოზურგეთის საკათედრო ტაძრის გაქურდვისთვის არასრულწლოვნები დააკავეს

წაიკითხე სრულად »


03.04.2020

“მივესალმები თქვენთან თანამშრომლობას, მივხედოთ ჩვენ ხალხს– სააკაშვილი ხელისუფლებას

“მივესალმები თქვენთან თანამშრომლობას, მივხედოთ ჩვენ ხალხს– სააკაშვილი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს

წაიკითხე სრულად »


03.04.2020

საუკუნოვან ისტორიაში მეორედ: აღდგომას შუხუთში ლელო არ გაიმართება...

შუხუთში ტრადიციული ლელოს თამაში, რომელიც მრავალი წელია აღდგომის დღესასწაულზე ეწყობა, წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი, კორონავირუსის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობაა.

წაიკითხე სრულად »


03.04.2020

ოზურგეთსა და ჩოხატაურში პაციენტთა პრეტრიაჟი მოხდება

ოზურგეთსა და ჩოხატაურში პაციენტთა პრეტრიაჟი მოხდება

წაიკითხე სრულად »