ექსკლუზივი: ოზურგეთის დაავადებათა კონტროლის ლაბორატორიაში მედპერსონალის გადამზადება მიმდინარეობს

26.03.2020 - ოზურგეთის დაავადებათა კონტროლის ლაბორატორიაში მედპერსონალის გადამზადება მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოზურგეთის ლაბორატორიაში დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომელთა გადამზადება დასრულდა, ხვალიდან კი გურიის მედპერსონალის გადამზადება დაიწყება.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოზურგეთის ლაბორატორიაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ განუცხადა.

მისი განცხადებით, ორი დღის განმავლობაში, კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად გადამზადება ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამსრომლებმა უკვე გაიარეს, ხვალიდან იწყება გურიის მედპერსონალის სრული შემადგენლობის გადამზადება:

"გურიის სამედიცინო დაწესებულებების სრული შემადგენლობის გადამზადების შემდეგ, თუ გარემოება მოითხოვს, მნიშვნელოვანია როგორ განვითარდება მოვლენები, შესაძლოა სოფლის ექიმების გადამზადებაც მოგვიწიოს" - გვითხრა მჟავიამ.

"დღეს ჩვენთან შიდა გავრცელება საბედნიეროდ არ დაწყებულა, ვებრძვით გარედან შემოტანილ შემთხვევებს, აქედან გამომდინარე ვემზადებით მეორე ეტაპისათვის, სცენარის ნებისმიერი განვითარებისათვის მზად უნდა ვიყოთ, შესაძლოა ლაბორატორია და ოფისი 24 საათიან რეჟიმზე გადავიდეთ" განაცხადა მჟავიამ.

"გურიის მოამბე" ამერიკელებისა და ევროპელი ხალხის ფულით აშენებულ ოზურგეთის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიას დღეს ესტუმრა.

ხვალ ჩვენ მოგიყვებით იმ ხალხზე ვინც დღეს საგანგებო პირობებში კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვის "წინა ხაზზე".

აღსანიშნავია, რომ ულტრათანამედროვე ამერიკული დანადგარებით აღჭურვილი ოზურგეთის ლაბორატორია ლუგარის ლაბორატორიის შემდეგ მნიშვნელობით მეორე ადგილზეა ქვეყანაში.

ის 2012 წლის 12 იანვარს გაიხსნა და მასთან ერთად იმავე 2012 წელს მსგავსი ტიპის ლაბორატორიამ საქართველოს კიდევ 6 რეგიონში დაიწყო ფუნქციონირება.



04.04.2020

კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ მედპერსონალზე მერიამ სახელფასო დანამატები გასცა

კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ მედპერსონალზე მერიამ სახელფასო დანამატები გასცა

წაიკითხე სრულად »


04.04.2020

ოზურგეთის ბაზარი დაიხურა და გარევაჭრობა აიკრძალა

ოზურგეთის ბაზარი დაიხურა და გარევაჭრობა აიკრძალა

წაიკითხე სრულად »


03.04.2020

ოზურგეთის საკათედრო ტაძრის გაქურდვისთვის არასრულწლოვნები დააკავეს

ოზურგეთის საკათედრო ტაძრის გაქურდვისთვის არასრულწლოვნები დააკავეს

წაიკითხე სრულად »


03.04.2020

“მივესალმები თქვენთან თანამშრომლობას, მივხედოთ ჩვენ ხალხს– სააკაშვილი ხელისუფლებას

“მივესალმები თქვენთან თანამშრომლობას, მივხედოთ ჩვენ ხალხს– სააკაშვილი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს

წაიკითხე სრულად »


03.04.2020

საუკუნოვან ისტორიაში მეორედ: აღდგომას შუხუთში ლელო არ გაიმართება...

შუხუთში ტრადიციული ლელოს თამაში, რომელიც მრავალი წელია აღდგომის დღესასწაულზე ეწყობა, წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი, კორონავირუსის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობაა.

წაიკითხე სრულად »


03.04.2020

ოზურგეთსა და ჩოხატაურში პაციენტთა პრეტრიაჟი მოხდება

ოზურგეთსა და ჩოხატაურში პაციენტთა პრეტრიაჟი მოხდება

წაიკითხე სრულად »