კომუნალური გადასახადების შეღავათებზე მუშაობა დაწყებულია

26.03.2020 - კომუნალური გადასახადების შეღავათებზე მუშაობა დაწყებულია

სემეკი კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების შესახებ მთავრობასთან ერთად იმსჯელებს.

მარეგულირებელი კომისია აღნიშნულ საკითხს კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე განიხილავს.

„ამ ეტაპზე კომისიაში მიმდინარეობს მომხმარებელზე დარიცხული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და უახლოეს დღეებში კომისია მიიღებს გარკვეულ ზომებს, რათა ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე მოხდეს ადეკვატური რეაგირება" -აცხადებენ სემეკში.

„ბიზნესპრესნიუსის" შეკითხვაზე, რამდენად იქნება (შეღავათები) იურიდიულ მომხმარებლებზე თუ (მხოლოდ) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, სემეკი გვპასუხობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემების ანალიზი და ამის საფუძველზე კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას. მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, რომ ერთი მხრივ, უნდა მოხდეს მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება, რომლებიც ამ მდგომარეობის გამო დაზარალდნენ, მეორე მხრივ, გათვალისწინებული უნდა იყოს განაწილების ლიცენზიანტების ინტერესებიც. ამასთან, პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ენერგიით უწყვეტად და საიმედოდ მომარაგება, რისი პრობლემაც დღის წესრიგში არ დგას" - აცხადებენ სემეკში.

„იურიდიული პირების შემთხვევაში, დეპოზიტები, ანუ ელექტრო, გაზის ან წყლის მოხმარებისთვის არსებული კონკრეტული იურიდიული პირის სააბონენტო ბარათებზე განთავსებულია კონკრეტული იურიდიული პირის კონკრეტული კომუნალური გადასახადის თანხა (ელექტრო, გაზი, წყალი) ადეკვატური ოდენობით. მაგალითად, თუ იურიდიული პირი ელექტროენერგიის საფასურს იხდის 1000 ლარის ოდენობით, საშუალოდ ეს თანხა აქვს მას განთავსებული ელექტროენერგიის გადასახადის დეპოზიტზე, რომელსაც არავინ ეხება. ახლა კი საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელია ეს დეპოზიტები გამოიყენონ იურიდიულმა პირებმა და ამით დაფარონ შესაბამისი კომუნალური გადასახადი" - აცხადებენ სემეკში.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, როგორც სემეკში განმარტავენ, მოწყვლადი ჯგუფებისათვის შესაძლოა, ამოქმდდეს გარკვეული შეღავათები. ამის თაობაზე უკვე მიმდინარეობს მსჯელობა სემეკსა და მთავრობას შორის.


09.08.2020

"სახელმწიფოს აქვს ყოველთვის სათანადო რეაგირება"- წილოსანი მომატებულ კრიმინალზე

"სახელმწიფოს აქვს ყოველთვის სათანადო რეაგირება"- წილოსანი მომატებულ კრიმინალზე

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

„მსოფლიოს რომელი პრეზიდენტი არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას?"

„მსოფლიოს რომელი პრეზიდენტი არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას?"

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

" ჩვენ მივტირით დავით აღმაშენებელს, მაგრამ გვძულს მისი რეალურ ყოფაში არსებობა..."

"გვიყვარს ილიაც, მაგრამ ახლა ფეხზე რომ წამოყენა, მის გზას არავინ გავყვებით... ისევ წიწამურში მოვკლავთ..."

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს- დაკავებულია ხუთი ადამიანი

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს- დაკავებულია ხუთი ადამიანი

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

"ამ ქვეყანაში ძალადობრივი გარემო ივანიშვილმა შექმნა"

"ამ ქვეყანაში ძალადობრივი გარემო ივანიშვილმა შექმნა"

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს-ზურაბიშვილი

კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს-ზურაბიშვილი

წაიკითხე სრულად »