მოსახლეობის ნაწილი დაგროვებითი საპენსიო ფონდში შეტანილი თანხის დაბრუნებას ითხოვს

25.03.2020 - მოსახლეობის ნაწილი დაგროვებითი საპენსიო ფონდში შეტანილი თანხის დაბრუნებას ითხოვს

დაგროვებით საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების გამოყენება, საზოგადოებამ ახლავე უნდა შეძლოს - ასეთია „ევროპული საქართველოს" ინიციატივა, რომელიც მოსახლეობას კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს შეუმსუბუქებს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ერთი წლის განმავლობაში სავალდებულო გადასახადებით დაგროვილი თანხები, უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს უნდა დაუბრუნდეს, რაც დასაქმებულის შემთხვევაში საშუალოდ 554 ლარი იქნება, დამსაქმებელი კი ყოველ დასაქმებულზე მინიმუმ 223 ლარს დაიბრუნებს.

შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების დასახმარებლად დაგროვებითი პენსიის უკან დაბრუნებას საუკეთესო გზად მიიჩნევს ექსპერტების ერთი ნაწილი.

პროდუქტებისა და მედიკამენტების გაძვირების ფონზე მოსახლეობის ერთ ნაწილს კიდევ ერთი პრობლემა - უმუშევრობაც დაემატა. ამიტომ ისინი დახმარებას ითხოვენ, საპენსიო  ფონდის დაუყოვნებლივ გამოყენებას მათი უმეტესობა მხარს უჭერს.

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ყველა ადამიანი ვინც დასაქმებული იყო საკუთარი ნება-სურვილის მიუხედავად სახელმწიფომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართო. მათგან სქემიდან გამოსვლის უფლება მხოლოდ 40 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს ჰქონდათ. 


25.09.2020

პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

წაიკითხე სრულად »


24.09.2020

გაჩერებული ქალაქები უნდა აშენდეს, 2012 წლამდე ტემპი უნდა დაბრუნდეს – ნანუკა ჟორჟოლიანი

გაჩერებული ქალაქები უნდა აშენდეს, 2012 წლამდე ტემპი უნდა დაბრუნდეს – ნანუკა ჟორჟოლიანი

წაიკითხე სრულად »


24.09.2020

"ამ მთავრობამ გაგვიცრუა იმედები"- ვის ირჩევენ გურულები მაჟორიტარად

"ამ მთავრობამ გაგვიცრუა იმედები"- ვის ირჩევენ გურულები მაჟორიტარად

წაიკითხე სრულად »


24.09.2020

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა: კორონავისუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა: კორონავისუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა

წაიკითხე სრულად »


24.09.2020

ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში Covid-19-ის შემთხვევა დადასტურდა, ეპისკოპოსს ტესტირებას ჩაუტარებენ

ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში Covid-19-ის შემთხვევა დადასტურდა, ეპისკოპოსს ტესტირებას ჩაუტარებენ

წაიკითხე სრულად »