ჩიქოვანი: ბოლნისსა და მარნეულში იზოლაცია სრულადაა უზრუნველყოფილი, სიტუაცია მშვიდია

25.03.2020 - მარნეულსა და ბოლნისში თავიდან მოსახლეობის ინფორმირებასთან დაკავშირებული სირთულეები იყო,თუმცა ახლა ეს ყველაფერი აღმოფხვრილია..

"მარნეულსა და ბოლნისში თავიდან მოსახლეობის ინფორმირებასთან დაკავშირებული სირთულეები იყო,თუმცა ახლა ეს ყველაფერი აღმოფხვრილია... სრულად არის უზრუნველყოფილი იზოლაცია. სიტუაცია ამ ორივე რაიონში მშვიდია. მინდა მთავრობის სახელით გადავუხადო მადლობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რადგან ეს ზომები და შეზღუდვები აუცილებელია თითოეული მათგანისთვის და მთლიანად საქართველოს მოსახლეობისთვის", - ამის შესახებ პრემიერმინიისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ჩიქოვანის ცნობით, დღეის მდგომარეობით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივი თვიმმართველობისა და მედიკოსებით დაკომპლექტებულმა ჯგუფებმა 20 ათასზე მეტი ადამიანი უკვე მოინახულეს და შემოწმეს სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით. აქედან მხოლოდ 25-ს აღმოაჩნდა სიცხე, მათგან 2 პირის მდგომარეობა იყო საყურადღებო და როგორც ჩიქოვანი გან,არტავს ისინი მარნეულის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, თუმცა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პრემიერმინისტრის პრესპიკერის ინფორმაციით, ჩაკეტილ მუნიციპალიტეტებში სურსათის უზრუნველყოფის მხრივ პრობლემა არ არსებობს. შეუფერხებლად მუშაობს ყველა ქსელური მაღაზია. ჩიქოვანის ცნობით, თავდაპირველად შეფერხება იყო მცირე ზომის "ე.წ სოფლის მაღაზიებში", თუმცა ამ დროისთვის შეფერხება გამოსწორებულია.

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საგანგებო რეჟიმი უკვე 48 საათია გამოცხადებული. ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 23 მარტის 01:00 საათიდან მარნეული და ბოლნისი საკარანდინო ზონებად გამოცხადდა. კორონავირუსი დაუდასტურდა 62 წლის მარნეულელ ქალს, რომლის კონტაქტების ჯაჭვში დაახლოებით 1700 ადამიანია. ქალი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე. აღსანიშნავია, რომ მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსში ქალს 4 დღის განმავლობაში გრიპზე მკურნალობდნენ და მხოლოდ სუნთქვის გაძნელების შემდეგ მოხდა მისი კორონავირუსზე ტესტირება.-- პრემიერმინიისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.

25.09.2020

პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

წაიკითხე სრულად »

24.09.2020

გაჩერებული ქალაქები უნდა აშენდეს, 2012 წლამდე ტემპი უნდა დაბრუნდეს – ნანუკა ჟორჟოლიანი

გაჩერებული ქალაქები უნდა აშენდეს, 2012 წლამდე ტემპი უნდა დაბრუნდეს – ნანუკა ჟორჟოლიანი

წაიკითხე სრულად »

24.09.2020

"ამ მთავრობამ გაგვიცრუა იმედები"- ვის ირჩევენ გურულები მაჟორიტარად

"ამ მთავრობამ გაგვიცრუა იმედები"- ვის ირჩევენ გურულები მაჟორიტარად

წაიკითხე სრულად »

24.09.2020

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა: კორონავისუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა: კორონავისუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა

წაიკითხე სრულად »

24.09.2020

ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში Covid-19-ის შემთხვევა დადასტურდა, ეპისკოპოსს ტესტირებას ჩაუტარებენ

ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში Covid-19-ის შემთხვევა დადასტურდა, ეპისკოპოსს ტესტირებას ჩაუტარებენ

წაიკითხე სრულად »