თითოეულ ოჯახზე გაიცეს 1000-ლარიანი დახმარება - გრიგოლ ვაშაძე

25.03.2020 - თითოეულ ოჯახზე გაიცეს 1000-ლარიანი დახმარება - გრიგოლ ვაშაძე

ხელისუფლების ხელშია ეკონომიკის სამინისტრო, შემოსავლების სამსახური - უნდა განსაზღვრონ ვინაა დახმარების მოლოდინში. უნდა გამოიყოს თითოეულ ოჯახზე 1000 ლარი, რათა მათ რაიმენაირად თავი გაიტანონ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერიამ გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძემ,  მოუწოდა ბიზნესს, გააცნობიერონ მათი მოქალაქეობრივი ვალდებულება კრიზისის პერიოდში.

„სასიკვდილო ეპიდემიის აფეთქებად გადავრჩით. საჭიროა, რომ ხალხს ჰქონდეს ყველაფერი, რომ მოქალაქეობრივი ვალდებულება შეასრულონ. ჩანს, როგორ მუშაობენ პოლიციელები და სამხედროები აღჭურვილობის გარეშე. მწვავე პრობლემამ იჩინა თავი - პარალიზებული ტურიზმის გამო, ტაქსების გამო უამრავი მოქალაქე შიმშილობს. გვესმის, რომ თავი გაჰქონდათ ამ ადამიანებს კვირიდან კვირამდე, დღიდან დღემდე. თუ სახელმწიფო არ ჩაერევა, ეს ადამიანები ფიზიკური გადარჩენის ზღვარზე არიან - ვისაც პროდუქტი ჩამოჰქონდათ თბილისში გასაყიდად, ვინც ტურიზმში მუშაობდა. სხვადასხვა ციფრებია, მაგრამ მინიმალური არის 100 ათასი ოჯახი. ხელისუფლების ხელშია ეკონომიკის სამინისტრო, შემოსავლების სამსახური - უნდა განსაზღვრონ ვინაა დახმარების მოლოდინში. უნდა გამოიყოს თითოეულ ოჯახზე 1000 ლარი, რათა მათ რაიმენაირად თავი გაიტანონ. გვესმის, რა დღეშია ეკონომიკა, მაგრამ ადამიანების სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია. შეაჩერონ პრემიები, ბიუჯეტიდან მათ ბენზინზე ფულის ხარჯვა. სოლიდარობა ეხება ყველას, ქართულ ბიზნესსაც. კანონმდებლობით არ არის ბევრი რამ განსაზღვრული, მაგრამ ეს მოქალაქეობრივი ვალდებულებაა - თითქოს პანდემია არ ეხება ბიზნესს, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 73 დადასტურებული შემთხვევაა - აქედან 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო მარნეული და ბოლნისი კარანტინშია მოქცეული. ეპიდსიტუაციის ფონზე რეკორდულად გაუფასურდა ეროვნული ვალუტა. 


04.04.2020

კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ მედპერსონალზე მერიამ სახელფასო დანამატები გასცა

კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ მედპერსონალზე მერიამ სახელფასო დანამატები გასცა

წაიკითხე სრულად »


04.04.2020

ოზურგეთის ბაზარი დაიხურა და გარევაჭრობა აიკრძალა

ოზურგეთის ბაზარი დაიხურა და გარევაჭრობა აიკრძალა

წაიკითხე სრულად »


03.04.2020

ოზურგეთის საკათედრო ტაძრის გაქურდვისთვის არასრულწლოვნები დააკავეს

ოზურგეთის საკათედრო ტაძრის გაქურდვისთვის არასრულწლოვნები დააკავეს

წაიკითხე სრულად »


03.04.2020

“მივესალმები თქვენთან თანამშრომლობას, მივხედოთ ჩვენ ხალხს– სააკაშვილი ხელისუფლებას

“მივესალმები თქვენთან თანამშრომლობას, მივხედოთ ჩვენ ხალხს– სააკაშვილი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს

წაიკითხე სრულად »


03.04.2020

საუკუნოვან ისტორიაში მეორედ: აღდგომას შუხუთში ლელო არ გაიმართება...

შუხუთში ტრადიციული ლელოს თამაში, რომელიც მრავალი წელია აღდგომის დღესასწაულზე ეწყობა, წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი, კორონავირუსის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობაა.

წაიკითხე სრულად »


03.04.2020

ოზურგეთსა და ჩოხატაურში პაციენტთა პრეტრიაჟი მოხდება

ოზურგეთსა და ჩოხატაურში პაციენტთა პრეტრიაჟი მოხდება

წაიკითხე სრულად »