აუდიტი: მეშვიდე კლასამდე მოსწავლეებს ბულინგზე ინფორმაცია არ მიეწოდებათ

28.02.2020 - სკოლების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ნახევარში კი არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, სკოლებში პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდა. კერძოდ, დაწესებულებების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ნახევარში კი არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები.

აუდიტის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები. ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით კი მხოლოდ რეგიონების ნაწილია უზრუნველყოფილი. ამასთანავე, ანგარიშის მიხედვით, ცენტრებში დასაქმებული პერსონალის რაოდენობა არ შეესაბამება მათ დატვირთვას.

აუდიტის განცხადებით, მონაცემთა ბაზა, რომელსაც ფლობს მანდატურის სამსახური, არ მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მიერ მოსწავლისთვის ჩატარებული კონსულტაციების რაოდენობა და თარიღები, შემთხვევის დასრულების პერიოდი და მიღწეული შედეგები. შესაბამისად, შეუძლებელია მონაცემების სრულად დამუშავება და ანალიზი შედეგების შესაფასებლად, აგრეთვე განსახორციელებელი ღონისძიებების დასაგეგმად.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ფარავს უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო განათლების საკითხებს, მეშვიდე კლასამდე მოსწავლეებს ბულინგზე ინფორმაცია არ მიეწოდებათ. გარდა ამისა, მასწავლებელთა ტრენინგი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე არის ნებაყოფლობითი და მასწავლებლებს არ აქვთ მისი გავლის ვალდებულება. მათი თქმით, ამ მიმართულებით მასწავლებელთა მხოლოდ 13% არის გადამზადებული.


04.04.2020

კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ მედპერსონალზე მერიამ სახელფასო დანამატები გასცა

კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ მედპერსონალზე მერიამ სახელფასო დანამატები გასცა

წაიკითხე სრულად »


04.04.2020

ოზურგეთის ბაზარი დაიხურა და გარევაჭრობა აიკრძალა

ოზურგეთის ბაზარი დაიხურა და გარევაჭრობა აიკრძალა

წაიკითხე სრულად »


03.04.2020

ოზურგეთის საკათედრო ტაძრის გაქურდვისთვის არასრულწლოვნები დააკავეს

ოზურგეთის საკათედრო ტაძრის გაქურდვისთვის არასრულწლოვნები დააკავეს

წაიკითხე სრულად »


03.04.2020

“მივესალმები თქვენთან თანამშრომლობას, მივხედოთ ჩვენ ხალხს– სააკაშვილი ხელისუფლებას

“მივესალმები თქვენთან თანამშრომლობას, მივხედოთ ჩვენ ხალხს– სააკაშვილი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს

წაიკითხე სრულად »


03.04.2020

საუკუნოვან ისტორიაში მეორედ: აღდგომას შუხუთში ლელო არ გაიმართება...

შუხუთში ტრადიციული ლელოს თამაში, რომელიც მრავალი წელია აღდგომის დღესასწაულზე ეწყობა, წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი, კორონავირუსის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობაა.

წაიკითხე სრულად »


03.04.2020

ოზურგეთსა და ჩოხატაურში პაციენტთა პრეტრიაჟი მოხდება

ოზურგეთსა და ჩოხატაურში პაციენტთა პრეტრიაჟი მოხდება

წაიკითხე სრულად »