"საქართველოს ბანკის“ თანამშრომელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა - ფილიალმა მუშაობა გააჩერა

28.02.2020 - "საქართველოს ბანკის“ თანამშრომელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა - ფილიალმა მუშაობა გააჩერა

თბილისში, „საქართველოს ბანკის“ სანზონის ერთ-ერთმა ფილიალმა მუშაობა შეაჩერა - ინფორმაციას imedinews ავრცელებს. ამის მიზეზი ერთ-ერთი თანამშრომლისთვის კორონავირუსის დიაგნოზის დადასტურება გახდა.

ის იტალიიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, რის გამოც გამოკვლევისთვის ინფექციურ საავადმყოფოში დაიბარეს. გამოკვლევამ კი კორონავირუსი დაადასტურა. 

არსებული ინფორმაციით, თავს შეუძლოდ გრძნობს ბანკის ამ თანამშრომლის გვერდზე მჯდომი კოლეგაც.

საქართველოს ბანკი ინფორმაციას ადასტურებს.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით, პროაქტიულ რეჟიმში იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები. - განაცხადეს საქართველოს ბანკში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ორი შემთხვევაა გამოვლენილი.


04.04.2020

კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ მედპერსონალზე მერიამ სახელფასო დანამატები გასცა

კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ მედპერსონალზე მერიამ სახელფასო დანამატები გასცა

წაიკითხე სრულად »


04.04.2020

ოზურგეთის ბაზარი დაიხურა და გარევაჭრობა აიკრძალა

ოზურგეთის ბაზარი დაიხურა და გარევაჭრობა აიკრძალა

წაიკითხე სრულად »


03.04.2020

ოზურგეთის საკათედრო ტაძრის გაქურდვისთვის არასრულწლოვნები დააკავეს

ოზურგეთის საკათედრო ტაძრის გაქურდვისთვის არასრულწლოვნები დააკავეს

წაიკითხე სრულად »


03.04.2020

“მივესალმები თქვენთან თანამშრომლობას, მივხედოთ ჩვენ ხალხს– სააკაშვილი ხელისუფლებას

“მივესალმები თქვენთან თანამშრომლობას, მივხედოთ ჩვენ ხალხს– სააკაშვილი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს

წაიკითხე სრულად »


03.04.2020

საუკუნოვან ისტორიაში მეორედ: აღდგომას შუხუთში ლელო არ გაიმართება...

შუხუთში ტრადიციული ლელოს თამაში, რომელიც მრავალი წელია აღდგომის დღესასწაულზე ეწყობა, წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი, კორონავირუსის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობაა.

წაიკითხე სრულად »


03.04.2020

ოზურგეთსა და ჩოხატაურში პაციენტთა პრეტრიაჟი მოხდება

ოზურგეთსა და ჩოხატაურში პაციენტთა პრეტრიაჟი მოხდება

წაიკითხე სრულად »