14-16 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

14.02.2020 - 14-16 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

14 თებერვალს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. საღამოსთვის ნალექი შეწყდება, ღამის საათებში ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნდება ძლიერი ყინვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3, +8 გრადუსი იქნება.

„17 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 14-16 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღეს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამით ტემპერატურა -2, -4, ხოლო დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

17 თებერვალს თბილისში დღისით შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი და ნისლი აღინიშნოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


05.08.2020

"ეშინიათ, მაგრამ მიშა ისედაც მოქცეულია სათავეში!"- გელბახიანი

"ეშინიათ, მაგრამ მიშა ისედაც მოქცეულია სათავეში!"- გელბახიანი

წაიკითხე სრულად »


05.08.2020

ქართულ ოცნებას ზიზღის გარდა სხვა მესიჯი ამომრჩევლებისთვის არ გააჩნია- კაკაბაძე

ქართულ ოცნებას ზიზღის გარდა სხვა მესიჯი ამომრჩევლებისთვის არ გააჩნია- კაკაბაძე

წაიკითხე სრულად »


05.08.2020

ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს შსს-ს შეხვდება - საქმეში FBI ერთვება

ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს შსს-ს შეხვდება - საქმეში FBI ერთვება

წაიკითხე სრულად »


04.08.2020

"ვანო ჩხარტიშვილი, ივანიშვილის მარჯვენა ხელი და ქვეყნის ამომგდებია"

"ვანო ჩხარტიშვილი ივანიშვილის მარჯვენა ხელია მარცხენა კი, უჩა მამაცაშვილი"

წაიკითხე სრულად »


04.08.2020

"უწმინდესთან ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრე"- ვანო მერაბიშვილი ილია II-ს შეხვდა

"უწმინდესთან ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრე"- ვანო მერაბიშვილი ილია II-ს შეხვდა

წაიკითხე სრულად »


04.08.2020

ფასების უკონტროლო ზრდა - 10-მილიონიანი დახმარების მიუხედავად, პროდუქტები ისევ ძვირდება

ფასების უკონტროლო ზრდა - 10-მილიონიანი დახმარების მიუხედავად, პროდუქტები ისევ ძვირდება

წაიკითხე სრულად »