"ამით არც “ქართული ოცნება” ზიანდება და არც ქვეყანა"- მდინარაძე ევროკავშირში დოკუმენტის ჩაგდებაზე

13.02.2020 - "ამით არც “ქართული ოცნება” ზიანდება და არც ქვეყანა"- მდინარაძე ევროკავშირში დოკუმენტის ჩაგდებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტში, ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული განცხადების პროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამით არც “ქართული ოცნება” ზიანდება საბოლოო ჯამში და არც ქვეყანა საბედნიეროდ.
მინდა გამოვეხმაურო ასოცირების კომიტეტთან დაკავშირებულ საკითხს, სადაც 5-ი 6-ის წინააღმდეგ ერთ -ერთი მიმდინარე დეკლარაცია არ იქნა მხარდაჭერილი. თავდაპირველი ტექსტი იყო და არის საქართველოს მხარდამჭერი. ამის შემდეგ “ნაციონალური მოძრობა” ცდილობდა, ევროპის სახალხო პარტიის მეშვეობით ტექსტში შესულიყო ნეგატიური ცვლილებები, რომელიც შეეხებოდა გიგი უგულავას საქმეს, 20 ივნისის საქმეს და ა.შ. ეს თავის მხრივ,კომიტეტის მიერ არ იქნა მხარდაჭერილი. იმის გამო, რომ ეს ქვეყნისთვის ნეგატიური შესწორებები არ იქნა შეტანილი, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლების ნაწილმა მხარი არ დაუჭირეს და 6-ი 5-ის წინააღმდეგ დეკლარაცია არ იქნა მიღებული. ის, რომ ვინმე პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული,ეს ცვლილება ჩავარდა და ამის გამო, “ნაციონალურ მოძრაობამ”, რომელსაც შეეძლო მხარდაჭერა გამოეცხადებინა ამ დოკუმენტის მიმართ, ჩააგდო თავისი პარტნიორი კოლეგების მეშვეობით ეს ცვლილება.ჩვენ გვახსოვს ვიზალიბერალიზაციის მიღების დროსაც ასეთი საბოტაჟი მათი მხრიდან, თუმცა ვიზალიბერალიზაცია მაშინ მაინც მივიღეთ.აქედან გამომდინარე, ეს მიმდინარე საკითხი საბედნიეროდ პრობლემას ვერ შექმნის და ამით ვერ გაიხარებს “ნაცმოძრაობა” და საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შემდეგ შეფასდება ქართული საზოგადოების მიერ. ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა არის ბოროტება და ქვეყნის ღალატი. ეს იქნებ გაითავისონ და სხვა დროს შეეცადონ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებები არ განახორციელონ, მხოლოდ იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” დააზიანონ. ამით არც “ქართული ოცნება” ზიანდება საბოლოო ჯამში და არც ქვეყანა საბედნიეროდ, მაგრამ ისინი ასე იქცევიან”. - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


09.08.2020

"სახელმწიფოს აქვს ყოველთვის სათანადო რეაგირება"- წილოსანი მომატებულ კრიმინალზე

"სახელმწიფოს აქვს ყოველთვის სათანადო რეაგირება"- წილოსანი მომატებულ კრიმინალზე

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

„მსოფლიოს რომელი პრეზიდენტი არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას?"

„მსოფლიოს რომელი პრეზიდენტი არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას?"

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

" ჩვენ მივტირით დავით აღმაშენებელს, მაგრამ გვძულს მისი რეალურ ყოფაში არსებობა..."

"გვიყვარს ილიაც, მაგრამ ახლა ფეხზე რომ წამოყენა, მის გზას არავინ გავყვებით... ისევ წიწამურში მოვკლავთ..."

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს- დაკავებულია ხუთი ადამიანი

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს- დაკავებულია ხუთი ადამიანი

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

"ამ ქვეყანაში ძალადობრივი გარემო ივანიშვილმა შექმნა"

"ამ ქვეყანაში ძალადობრივი გარემო ივანიშვილმა შექმნა"

წაიკითხე სრულად »


09.08.2020

კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს-ზურაბიშვილი

კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს-ზურაბიშვილი

წაიკითხე სრულად »