ამდენი შეხვედრა და კონსულტაცია გავმართეთ და ვერაფერი გაიგეს — ევროპარლამენტარი ქართულ ოცნებაზე

13.02.2020 - ამდენი შეხვედრა და კონსულტაცია გავმართეთ და ვერაფერი გაიგეს — ევროპარლამენტარი ქართულ ოცნებაზე

ევროპარლამენტში სახალხო პარტიის წევრი, რასა იუკნევიჩიანე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის რეზოლუციის პროექტზე ვერშეთანხმების გამო ამბობს, რომ "ძალიან გაბრაზებულია. მისი თქმით, რეზოლუციის პროექტი ძალიან სუსტი იყო და არ ასახავდა არსებულ ვითარებას. ევროპარლამენტარის კომენტარს იმედინიუსი ავრცელებს.

როგორც იუკნევიჩიანე ამბობს, ამ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

"ჩვენ წარმოვადგინეთ ცვლილებები და გვსურდა დაბალანსებული ტექსტი. უმრავლესობის წევრებმა თითქმის ყველა ცვლილება ჩააგდეს. ძალიან გაბრაზებული ვარ. ამდენი შეხვედრა და კონსულტაცია გავმართეთ და მგონი, ვერაფერი გაიგეს.ახლა ქართულმა ოცნებამ კარგად უნდა გააანალიზოს არსებული სიტუაცია და შეცვალოს გარკვეული პოზიციები. ჩემი გზავნილია ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ ის არის სიტუაციაზე პასუხისმგებელი და სამწუხაროდ, ის აზიანებს საქართველოს ევროპულ კურსს", — განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.

დღეს, 13 თებერვალს ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთობლივი რეზოლუცია ჩავარდა. საბოლოო ვერსიის მხარდასაჭერად ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო.

ევროპული საქართველოს დეპუტატი, ოთო კახიძე ამბობს, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ ერთი გაფრთხილება იქნება. დეპუტატის განმარტებით, ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ ტექსტს ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც მათ ცვლილებების პროექტი მოამზადეს.

ქართული ოცნების დეპუტატი, ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი საუბარში ამბობს, რომ ეს ძალიან ცუდი შედეგია.

"მინდა აღვნიშნო, რომ ის ძალისხმევა, რასაც ოპოზიცია ხარჯავს ქვეყნის უარყოფით ნაწილზე და ქვეყნის გაშავებაზე, ის რომ ქვეყნის განვითარებისკენ მიმართოს ბევრად უკეთესი იქნება. სამწუხაროდ, ის პროცესები რასაც თვითონ აკეთებენ სასირცხვილოა, ეს არის ძალინ ცუდი შედეგი", — განაცხადა დავით სონღულაშვილი.


28.02.2020

აუდიტი: მეშვიდე კლასამდე მოსწავლეებს ბულინგზე ინფორმაცია არ მიეწოდებათ

სკოლების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ნახევარში კი არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

"აჭარის მაუწყებელში სუსია“ - ჟურნალისტების პროტესტი დუმილით გამოხატეს

"აჭარის მაუწყებელში სუსია“ - ჟურნალისტების პროტესტი დუმილით გამოხატეს

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

არჩილ თალაკვაძე: ამ საპარლამენტო არჩევნებში 40%-ზე მეტი ხმის მიღებას ვგეგმავთ

"ამ საპარლამენტო არჩევნებში 40%-ზე მეტი ხმის მიღებას ვგეგმავთ"

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

"დასავლური შოლტი როგორ უხდებათ... თალაკვაძე რა ბუნჩულა გახდა"- დავით ბერძენიშვილი

"დასავლური შოლტი როგორ უხდებათ... თალაკვაძე რა ბუნჩულა გახდა"- დავით ბერძენიშვილი

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

სამართალდამცავებმა ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

სამართალდამცავებმა ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

"საქართველოს ბანკის“ თანამშრომელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა - ფილიალმა მუშაობა გააჩერა

"საქართველოს ბანკის“ თანამშრომელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა - ფილიალმა მუშაობა გააჩერა

წაიკითხე სრულად »