სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით

13.02.2020 - სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით

2020 წლის პირ­ველ მარტს გერ­მა­ნი­ა­ში ძა­ლა­ში შევა სპე­ცი­ა­ლის­ტთა იმიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მად, ევ­რო­კავ­ში­რის არა­წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებს გერ­მა­ნი­ა­ში ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ.

მთა­ვა­რი ამ სი­ახ­ლე­ში ის არის, რომ ცვლი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც შე­ე­ხე­ბათ.

რო­გორც AMBEBI.GE-ს გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სპე­ცი­ა­ლის­ტთა იმიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლურ მთავ­რო­ბას ეკუთ­ვნის.

გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბით, სა­მუ­შაო ვი­ზის მი­ღე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა გერ­მა­ნი­ის ფარ­გლებს გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის აღი­ა­რე­ბაა. რაც რო­გორც წესი, ორ­წლი­ან პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას ან უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"აკა­დე­მი­უ­რი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის (უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის) აღი­ა­რე­ბას ხდე­ბა გერ­მა­ნი­ის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­თა კონ­ფე­რენ­ცი­ის მიერ. ყვე­ლას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა anabin-ის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში გა­და­ა­მოწ­მოს, აღი­ა­რე­ბუ­ლია თუ არა მისი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მი გერ­მა­ნი­ა­ში. თუ ამ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში თქვე­ნი სპე­ცი­ა­ლო­ბა არ არის მო­ცე­მუ­ლი, მა­შინ საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო სა­ბუ­თე­ბი აღი­ა­რე­ბის­თვის ეგ­ზავ­ნე­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­თა კონ­ფე­რენ­ცი­ას.

გერ­მა­ნი­ის ფარ­გლებს გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის აღი­ა­რე­ბა გერ­მა­ნი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ხე­ლო­ბო პა­ლა­ტე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა. ვებ-გვერ­დზე anerkennung-in-deutschland.de მსურ­ველს შე­უძ­ლია ჩა­წე­როს თა­ვი­სი პრო­ფე­სია და მი­უ­თი­თოს ად­გი­ლი გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც სურს და­საქ­მე­ბა, რის შემ­დე­გაც ვებ-გვერ­დი უჩ­ვე­ნებს, თუ რო­მე­ლი გერ­მა­ნუ­ლი უწყე­ბაა კომ­პე­ტენ­ტუ­რი მისი პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის აღი­ა­რე­ბი­სათ­ვის" - გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო­ში.

დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში ასე­ვე გვი­თხრეს, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ან გერ­მა­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოს და­წყე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა, უნდა მი­მარ­თონ გერ­მა­ნი­ის სა­კონ­სუ­ლოს, შე­ი­ტა­ნონ გა­ნა­ცხა­დი შე­სა­ბა­მი­სი კა­ტე­გო­რი­ის ვი­ზა­ზე და წა­რად­გი­ნონ სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცია. ასე­ვე, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­თათ­ვის შექ­მნი­ლია და­საქ­მე­ბის პორ­ტა­ლი Make it in Germany, რო­მელ­ზეც გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია და ის პე­რი­ო­დუ­ლად გა­ნახ­ლდე­ბა.

2019 წელს გერ­მა­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ 60 000 ადა­მი­ა­ნი ჩა­ვი­და ევ­რო­კავ­ში­რის არა­წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან.

გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Deutsche Welle-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2019 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, გერ­მა­ნი­ა­ში 1,36 მი­ლი­ო­ნი ვა­კან­სია იყო, რო­მელ­თა შევ­სე­ბაც მხო­ლოდ გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბით ვერ ხერ­ხდე­ბა.

ამა­ვე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ცნო­ბით, კად­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი და­ნაკ­ლი­სია მა­თე­მა­ტი­კის, ინ­ფორ­მა­ტი­კი­სა და ტექ­ნი­კის სფე­რო­ში, ასე­ვე სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­სა და მე­დი­ცი­ნა­ში. დე­ფი­ცი­ტუ­რია ავად­მყო­ფე­ბი­სა და მო­ხუ­ცე­ბის მომ­ვლე­ლე­ბიც, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვა­კან­სი­ე­ბია სას­ტუმ­რო­სა და რეს­ტორ­ნე­ბის ბიზ­ნეს­შიც.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნის მიზ­ნით მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან, სა­ვა­რა­უ­დოდ ვერ შეძ­ლე­ბენ ისარ­გებ­ლონ და­საქ­მე­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით.

AMBEBI.GE-ს გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო­ში გა­ნუ­მარ­ტეს, რომ შე­კი­თხვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე კონ­სულ­ტა­ცი­ას მი­ი­ღებს გერ­მა­ნი­ის შრო­მის ფე­დე­რა­ლურ სა­ა­გენ­ტო­ში. ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მო­ქა­ლა­ქეს წი­ნას­წარ მო­ძი­ე­ბუ­ლი ჰყავს დამ­საქ­მე­ბე­ლი, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­დუ­რის გავ­ლას გერ­მა­ნი­ა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს დამ­საქ­მე­ბე­ლი, რის შემ­დე­გაც ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ა­წო­დებს გერ­მა­ნი­ის სა­კონ­სუ­ლოს და ის გას­ცემს და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­ზე შე­სა­ბა­მის ვი­ზას.


28.02.2020

აუდიტი: მეშვიდე კლასამდე მოსწავლეებს ბულინგზე ინფორმაცია არ მიეწოდებათ

სკოლების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ნახევარში კი არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

"აჭარის მაუწყებელში სუსია“ - ჟურნალისტების პროტესტი დუმილით გამოხატეს

"აჭარის მაუწყებელში სუსია“ - ჟურნალისტების პროტესტი დუმილით გამოხატეს

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

არჩილ თალაკვაძე: ამ საპარლამენტო არჩევნებში 40%-ზე მეტი ხმის მიღებას ვგეგმავთ

"ამ საპარლამენტო არჩევნებში 40%-ზე მეტი ხმის მიღებას ვგეგმავთ"

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

"დასავლური შოლტი როგორ უხდებათ... თალაკვაძე რა ბუნჩულა გახდა"- დავით ბერძენიშვილი

"დასავლური შოლტი როგორ უხდებათ... თალაკვაძე რა ბუნჩულა გახდა"- დავით ბერძენიშვილი

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

სამართალდამცავებმა ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

სამართალდამცავებმა ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

"საქართველოს ბანკის“ თანამშრომელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა - ფილიალმა მუშაობა გააჩერა

"საქართველოს ბანკის“ თანამშრომელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა - ფილიალმა მუშაობა გააჩერა

წაიკითხე სრულად »