ოზურგეთში მანდარინის ფულის გამო ცოლ-ქმარმა იჩხუბა - მამაკაცს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

13.02.2020 - ოზურგეთში მანდარინის ფულის გამო ცოლ-ქმარმა იჩხუბა - მამაკაცს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ოჯახში ძალადობისთვის ოზურგეთში მცხოვრებ კაცს მოსამართლე მარინა კიკნაძემ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც პირობით ჩაუთვალა. ბრალდებულს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა მაინც მოუწია – შემთხვევა ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

განაჩენის მიხედვით, ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ პ.-ს ცოლთან ჩხუბი მანდარინის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის გამო მოუხდა.

„…დაახლოებით 21:00 საათზე პ. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი დაბრუნდა სახლში და მეუღლეს – მ.-ს გადასცა კუთვნილი, მანდარინის რეალიზაციიდან აღებული თანხის ნაწილი, რაზეც მ.-მ უსაყვედურა და უთხრა, რომ იგი ,,ატყუებდა და არ იყო კაცური საქციელი მისი მხრიდან’’, ვინაიდან მას თანხა სრულად ჰქონდა აღებული. აღნიშნულზე განაწყენდა პ. და საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ ოთახში, ხელებით და ფეხებით ცემა მ., რომელმაც მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. პ. აგრძელებდა რა ძალადობას, რაც გამოიხატა მის სიტყვიერ შეურაცხყოფაში, მ. დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და ითხოვა პოლიციის დახმარება…“ – წერია განაჩენში.

ცოლზე ძალადობა პ.-ს პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგაც გაუგრძელებია „…ვინაიდან მ.-მ სამართალდამცავ ორგანოს აცნობა ოჯახში მომხდარი ძალადობის შესახებ, თავში ჩაარტა ხელი, რითაც მ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა“.

ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო და სადავოდ არ გაუხდია ამ საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებები, შესაბამისად, სასამართლოს არ მოუსმენია დაზარალებულად ცნობილი ქალის ჩვენება.

წყარო: Batumelebi.netgazeti.ge


28.02.2020

აუდიტი: მეშვიდე კლასამდე მოსწავლეებს ბულინგზე ინფორმაცია არ მიეწოდებათ

სკოლების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ნახევარში კი არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

"აჭარის მაუწყებელში სუსია“ - ჟურნალისტების პროტესტი დუმილით გამოხატეს

"აჭარის მაუწყებელში სუსია“ - ჟურნალისტების პროტესტი დუმილით გამოხატეს

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

არჩილ თალაკვაძე: ამ საპარლამენტო არჩევნებში 40%-ზე მეტი ხმის მიღებას ვგეგმავთ

"ამ საპარლამენტო არჩევნებში 40%-ზე მეტი ხმის მიღებას ვგეგმავთ"

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

"დასავლური შოლტი როგორ უხდებათ... თალაკვაძე რა ბუნჩულა გახდა"- დავით ბერძენიშვილი

"დასავლური შოლტი როგორ უხდებათ... თალაკვაძე რა ბუნჩულა გახდა"- დავით ბერძენიშვილი

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

სამართალდამცავებმა ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

სამართალდამცავებმა ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

"საქართველოს ბანკის“ თანამშრომელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა - ფილიალმა მუშაობა გააჩერა

"საქართველოს ბანკის“ თანამშრომელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა - ფილიალმა მუშაობა გააჩერა

წაიკითხე სრულად »