ან დაგვთანხმდნენ ახალ სისტემაზე, ან თავიანთი პროპორციული გამოიგლოვონ — წულუკიანი ოპოზიციაზე

22.01.2020 - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია ან უნდა დათანხმდეს მათ შეთავაზებას ახალ საარჩევნო სისტემაზე, ან პროპორციული სისტემა იგლოვოს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია ან უნდა დათანხმდეს მათ შეთავაზებას ახალ საარჩევნო სისტემაზე, ან პროპორციული სისტემა იგლოვოს.

"ერთი ცნობილი ფილმის არ იყოს, გამოიგლოვონ ეს თავიანთი პროპორციული, უბარიერო მათ შორის, სისტემა და არსებული სისტემის ფარგლებში დაიწყონ არჩევნებისთვის მზადება", — განაცხადა მან Post TV-ის ეთერში.

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩავარდა, ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა აქციები და პარლამენტის პიკეტირება დაიწყეს. სპეცრაზმმა პიკეტი ორჯერ წყლის ჭავლით დაშალა. დაძაბულობის თავიდან ასარიდებლად დიპლომატიურმა კორპუსმა მმართველ გუნდს ოპოზიციასთან მოლაპრაკებები შესთვაზა.

მოლაპარაკებებზე ორივე მხარე თავისი საარჩევნო მოდელის გატანას ცდილობდა, თუმცა მმართველი გუნდი არ დათანხმდა ოპოზიციის იდეას ე.წ. გერმანულ პროპორციულ მოდელზე. პასუხად მათ შერეული სისტემის სახეცვლილი ვერსია გააჟღერეს და განაცხადეს, რომ თუ ამას ოპოზიცია არ დათანხმდება, არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება.


28.02.2020

აუდიტი: მეშვიდე კლასამდე მოსწავლეებს ბულინგზე ინფორმაცია არ მიეწოდებათ

სკოლების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ნახევარში კი არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

"აჭარის მაუწყებელში სუსია“ - ჟურნალისტების პროტესტი დუმილით გამოხატეს

"აჭარის მაუწყებელში სუსია“ - ჟურნალისტების პროტესტი დუმილით გამოხატეს

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

არჩილ თალაკვაძე: ამ საპარლამენტო არჩევნებში 40%-ზე მეტი ხმის მიღებას ვგეგმავთ

"ამ საპარლამენტო არჩევნებში 40%-ზე მეტი ხმის მიღებას ვგეგმავთ"

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

"დასავლური შოლტი როგორ უხდებათ... თალაკვაძე რა ბუნჩულა გახდა"- დავით ბერძენიშვილი

"დასავლური შოლტი როგორ უხდებათ... თალაკვაძე რა ბუნჩულა გახდა"- დავით ბერძენიშვილი

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

სამართალდამცავებმა ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

სამართალდამცავებმა ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

"საქართველოს ბანკის“ თანამშრომელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა - ფილიალმა მუშაობა გააჩერა

"საქართველოს ბანკის“ თანამშრომელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა - ფილიალმა მუშაობა გააჩერა

წაიკითხე სრულად »