ზურაბიშვილი: დროშის ღირსი რომ ვიყოთ, მას უნდა დავუბრუნოთ მთავარი ღირებულება - ქრისტიანობა

14.01.2020 - "დროშის ღირსი რომ ვიყოთ, მას უნდა დავუბრუნოთ მთავარი ღირებულება - ქრისტიანობა"

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე გურიიდან მიულოცა. ქართული დროშის აღმართვის ცერემონია ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში, ერისთავების სასახლეში გაიმართა.

ჩვენი სახელმწიფო დროშის ქვეშ ძალიან ბევრი სახელმწიფოებრივი საქმე კეთდება. ამ დროშის ქვეშ დგანან ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი დიპლომატიური კორპუსი. ჩვენ გავდივართ უცხოეთში და ვართ ცნობილები ამ დროშით. პატივს გვცემენ ამ დროშის ქვეშ. ამ დროშის ქვეშ ჩვენი სპორტსმენები იმარჯვებენ. ძალიან ბევრი მედლებით დაბრუნდნენ და ძალიან ბევრჯერ აღიმართა უცხოეთში და დარწმუნებული ვარ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც ძალიან ხშირად აღიმართება.

მე მინდა ბავშვებს, ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ამ დროშის პატივისცემა არ არის რაღაც შავი სიმბოლო, ეს არის თქვენი თავის პატივისცემა. ქვეყნის პატივისცემა და იმ ღირებულებების და ფასეულობების, რომლითაც მოდის ეს ქვეყანა. პირველ რიგში, ეს არის ერთიანობის სიმბოლო და ჩვენ ამ დროშის ღირსი არ ვიქნებით, თუ ვერ შევძლებთ, რომ გავერთიანდეთ ჯერ ჩვენ საქართველოში, ჩვენ შორის საზოგადოებაში რომ გავერთიანდეთ. რამდენი საუკუნეა, ძალიან ბევრი გმირი დაიღუპა ამ დროშის ქვეშ და შემდეგ სხვა დროშის ქვეშ, მაგრამ ეს არის ერთიანი დროშა რეალურად ჩვენი ისტორიისა და ჩვენ რომ ვიყოთ ამისი ღირსი, უნდა დავიბრუნოთ ის მთავარი ღირებულება, რაც დგას ამ დროშის უკან, ეს არის ქრისტიანობა თავისი სიყვარულით. თუ ჩვენ ეს ვერ შევძელით და ვიქნებით დაპირისპირებული და დაყოფილი ბანაკებად, არც ამ დროშის ღირსი არ ვიქნებით და არც ამ ქვეყნის."

 


23.01.2020

გიორგი რურუას საქმე სტრასბურგის სასამართლოში მიდის

" ესაა ადამიანის უფლებების საერთაშორისო კონვენციის მეხუთე, მერვე და მეთვრამეტე მუხლები"

წაიკითხე სრულად »


23.01.2020

481 დაღუპული და 7921 დაშავებული ადამიანი ერთ წელიწადში - საქართველოში 2019 წელს 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა

წაიკითხე სრულად »


23.01.2020

"ეს არის გაფრთხილება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა მიიღოს" - მაიკლ კარპენტერი კონგრესმენების წერილზე

მისი თქმით ეს არის გაფრთხილევა, რომელიც საქარტველოს ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა მიიღოს

წაიკითხე სრულად »


22.01.2020

ან დაგვთანხმდნენ ახალ სისტემაზე, ან თავიანთი პროპორციული გამოიგლოვონ — წულუკიანი ოპოზიციაზე

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია ან უნდა დათანხმდეს მათ შეთავაზებას ახალ საარჩევნო სისტემაზე, ან პროპორციული სისტემა იგლოვოს

წაიკითხე სრულად »


22.01.2020

"ბევრ ფულს არავინ გაშოვნინებს თუ კაი გაყოფა არ იცი და ვერცერთ კოვშ ქვა-ღორს ვერ ამოიღებ თუ ბოსებთან არაა შეთანხმებული"

"ბევრ ფულს არავინ გაშოვნინებს თუ კაი გაყოფა არ იცი და ვერცერთ კოვშ ქვა-ღორს ვერ ამოიღებ თუ ბოსებთან არაა შეთანხმებული"

წაიკითხე სრულად »


22.01.2020

​პრეზიდენტს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცა

​პრეზიდენტს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცა

წაიკითხე სრულად »