“მამაჩემს ისე არ გავუზრდივარ, რომ სააკაშვილს პასუხი გავცე და მისი დედ-მამა მოვიკითხო” – წულუკიანი

14.01.2020 - „ვფიქრობ, რომ სააკაშვილი აქამდე დიდი ხანია, იყო მარგინალი და ბობოქარი, უკონტროლო ადამიანი"

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადც ის მინისტრის მამაზე საუბრობს განაცხადა, რომ  საქართველოში მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი, მისჯილი აქვს სასჯელი და ეშინია დაბრუნება ციხის შიშით.

„ვფიქრობ, რომ სააკაშვილი აქამდე დიდი ხანია, იყო მარგინალი და ბობოქარი, უკონტროლო ადამიანი. ის ახლა პრაქტიკულად არის ადამიანი, რომლის განცხადებებზეც კომენტარი ხშირად რთულია. თუმცა, ერთს მაინც ვიტყოდი, რომ მე სწორედ იმ მამას, რომელზეც ის საუბრობს, არ გავუზრდივარ ისე, დავუბრუნო მას პასუხი, როგორც ეკადრება და მოვიკითხო მისი მამა, დედა. მას ურჩევნია, მიხედოს საქმეს და იქნებ იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება, საკუთარი პოლიტიკური რეიტინგი გააუმჯობესოს. ამ ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია, ის არის კრიმინალი, მისჯილი აქვს სასჯელი და ის უბრალოდ იმ ბედის ადამიანია, რომ საქართველოშიც ეშინია დაბრუნება ციხის შიშით“​, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ტელეკომპანია “მთავარში” განაცხადა, რომ წულუკიანის მამა სასამართლო სისტემიდან მისმა რეჟიმმა გააგდო, რადგან ის ადამიანებს ხვრეტდა.

"მეტრონომი"


14.07.2020

ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებოს გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებოს გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

"ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ"- სააკაშვილი

"ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ"- სააკაშვილი

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

რურუას საქმე ევროპარლამენტარების ანგარიშში ასახული არ არის - ზალკალიანი

რურუას საქმე ევროპარლამენტარების ანგარიშში ასახული არ არის - ზალკალიანი

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

დარღვევები ქართულ სასამართლო სისტემაში - საია-ს ანგარიში

დარღვევები ქართულ სასამართლო სისტემაში - საია-ს ანგარიში

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

"კაწროს" მეუღლე, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

"კაწროს" მეუღლე, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

წაიკითხე სრულად »