პრეზიდენტი ჩიჩილაკისა და კალანდობისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა

13.01.2020 - საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას კალანდობა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შალვა რადიანის სახელობის სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღონისძიებას "კალანდა 2020"-ს დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას კალანდობა მიულოცა და ჩიჩილაკისა და კალანდობის დღესასწაულის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოვიდა:

"გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩვენს ჩიჩილაკს და კალანდობას მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი“.

პრეზიდენტის განცხადებით, უნდა ვიფიქროთ მომავალში იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ჩიჩილაკისა და კალანდობის წარდგენაზე.

მუზეუმი, სადაც პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარისათვის კალანდობის უძველესი ტრადიცია გაცოცხლდა სოფელ დვაბზუში, 1985 წლის 20 ოქტომბერს აკადემიკოს შალვა რადიანის (შეწირულის) სახლში დაარსდა.

შენობა წარმოადგენს ძველებურ ოდა-სახლს ჩუქურთმებიანი მოაჯირით. რადიანის მუზეუმის ბაზაზე კი, 2009 წელს ეთნოგრაფიული მუზეუმი დაფუძნდა.

მუზეუმში წარმოდგენილია გურული კარ-მიდამოსათვის დამახასიათებელი დამხმარე ნაგებობები: სამზადი სახლი, ბეღელი, ნალია. ოდა- სახლი, მარანი და ჭა.

ექსპონატებად კი წარმოდგენილია გურიისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული და ყოფითი კულტურის ამსახველი მასალა: საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები: ოჯინჯალა, ჩეჩო, კერია, კეცი, ფილი, სპილენძის თუნგი, კარდალა, ხის გობი, ხის ჯამები, აკვანი, საჩეჩელი, ორშიმო, გოდორი, კალათი, სკამ-ლოგინა, შუაცეცხლზე ჩამოსაკიდი ჯაჭვი, კოპე, ორკოპე, ხის მაგიდა სამფეხა სკამებით, ჩამური და სხვ.


23.01.2020

გიორგი რურუას საქმე სტრასბურგის სასამართლოში მიდის

" ესაა ადამიანის უფლებების საერთაშორისო კონვენციის მეხუთე, მერვე და მეთვრამეტე მუხლები"

წაიკითხე სრულად »


23.01.2020

481 დაღუპული და 7921 დაშავებული ადამიანი ერთ წელიწადში - საქართველოში 2019 წელს 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა

წაიკითხე სრულად »


23.01.2020

"ეს არის გაფრთხილება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა მიიღოს" - მაიკლ კარპენტერი კონგრესმენების წერილზე

მისი თქმით ეს არის გაფრთხილევა, რომელიც საქარტველოს ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა მიიღოს

წაიკითხე სრულად »


22.01.2020

ან დაგვთანხმდნენ ახალ სისტემაზე, ან თავიანთი პროპორციული გამოიგლოვონ — წულუკიანი ოპოზიციაზე

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია ან უნდა დათანხმდეს მათ შეთავაზებას ახალ საარჩევნო სისტემაზე, ან პროპორციული სისტემა იგლოვოს

წაიკითხე სრულად »


22.01.2020

"ბევრ ფულს არავინ გაშოვნინებს თუ კაი გაყოფა არ იცი და ვერცერთ კოვშ ქვა-ღორს ვერ ამოიღებ თუ ბოსებთან არაა შეთანხმებული"

"ბევრ ფულს არავინ გაშოვნინებს თუ კაი გაყოფა არ იცი და ვერცერთ კოვშ ქვა-ღორს ვერ ამოიღებ თუ ბოსებთან არაა შეთანხმებული"

წაიკითხე სრულად »


22.01.2020

​პრეზიდენტს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცა

​პრეზიდენტს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცა

წაიკითხე სრულად »