"ეჰ, ქოცებო, ქოცებო, კი გგონიათ, რომ ძალიან მაგრები ხართ"...

09.10.2019 - მოკლედ, სასწაულ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

"მოკლედ, სასწაულ ქვეყანაში ვცხოვრობთ.
ისე ჩააბარეს მთავარი ბრალმდებლის პორტფელი, რომ სკოლა ჰქონდა თუ არა დამთავრებული, ეგეც არ იცოდნენ. ახლა ხმალამოღებით იცავენ, ამაზე კარგი უზენაესი მსაჯული ამ ქვეყანას არ ეყოლება, მერა რა რომ დიპლომი არ აქვსო.
ბიოგრაფიაში სასწაული რაღაცეები უწერია, ამხელა პროფესიული მიღწევა მსოფლიოში ბარე ორ კაცსაც არ აქვს. ორ მილიარდელს იცავდა და კი იშოვნა გაუხსნელ უნივერსიტეტში საყიდელი დიპლომის ფულიო.
ეჰ, ქოცებო, ქოცებო. კი გგონიათ, რომ ძალიან მაგრები ხართ, მაგრამ თქვენნაირი პამპერსსაჭირო ადამიანები არსად მინახავს. ერთი მაჩალიკაშვილის შეგეშინდათ და პარლამენტის დარბაზში არ შეუშვით. იცოდით არ აგცდებოდათ .......
ასეთი “ძლიერები” გავრილოვის ჩამოსვლისას ყოფილიყავით, ბოლომდე რომ დაუწექით, მაგრამ ბიძომ გიბრძანათ და რას იზამდით. ვაი, თქვენს პატრონს.
ხო, არ დამავიწყდეს, პირდაპირ გეუბნებით, ევროპარლამენტი საკადრის პასუხს გიმზადებით უდანაშაულო ბიჭების დაპატიმრებისთვის.
ოქრუაშვილის სასამართლოზე მონა მოსამართლეს რომ ათქმევინეთ, სამასი პოლიციელი უნდა დავკითხოო, მართლა გგონიათ, რომ მანამდე ციხეში გეყოლებათ ეს ბიჭები? საერთოდ ვერ აზროვნებთ ხომ?
300 შეიარაღებული პოლიციელი გყავდათ უიარაღო ოქრუაშვილზე მიჩენილი და უთვალთვალებდა? ვაი, თქვენს პატრონს.
ისე, მაგ თქვენს უდიპლომო, სამოსანი პროკურორის ქონებრივ დეკლარაციასაც თუ გადახედავთ, კარგი იქნება.
შავი ღრუბელი დაგტრიალებს თავზე, ბიძინა "უძლეველო", რა მნიშვნელობა აქვს რას მოგატყუებენ და რამდენ ხანს გეყოლება ოქრუაშვილი ციხეში. შენც ხომ იცი, რომ ჰა და ჰა მოგიწევს გამოუშვა. ისე დიდი ეჭვი მაქვს, ჩვენი “დახმარების” გარეშე დაგამხობს, გაგყვლეფს და გაგანადგურებს შენივე ნალოლიავებ-ჩაფულიანებული ქოცნახირი.
ხომ გაგიგია, რასაც დასთეს, იმასვე მოიმკიო. ხოდა თიბე ახლა ბალახი შენი ნახირისთვის, აბა ფულით შენ მაგათ ვეღარ გამოაძღობ, ძაან “ჟირნად” მოგივიდა ძუძუს გადმოგდება.
აბა შენ იცი, არ იდარდო. შენი ზომა კი ყოფილა ლოგინები მატროსოვზე, იმან იდარდოს იმან, გრძელი რომაა და პრემიერი ჰგონია თავის თავი.
პ.ს. ჰო, ისე რომ იცოდე, მონა მოსამართლემ 400 ლარი შენი გინებისთვის გამომიწერა და 300 გახარიასი. ასე ახლოს ხართ დავიჯერო ერთმანეთთან"???

გურამ ჩალაგაშვილი, პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" 


30.05.2020

"2008 წელს არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს მაშინდელ ხელისუფლებას"- კობახიძე

"2008 წელს არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს მაშინდელ ხელისუფლებას"- კობახიძე

წაიკითხე სრულად »


30.05.2020

ოპოზიცია იმდენ ქვას ისვრის, რომ შეეგროვებინათ, რაღაცის ასაშენებლად ეყოფოდათ- თალაკვაძე

ოპოზიცია იმდენ ქვას ისვრის, რომ შეეგროვებინათ, რაღაცის ასაშენებლად ეყოფოდათ- თალაკვაძე

წაიკითხე სრულად »


30.05.2020

ივანიშვილის სპეცოპერაცია აბასთუმანში, ოლიგარქმა პარაბოლას მთაზე ოქროს საბადოს მიაგნო

ივანიშვილის სპეცოპერაცია აბასთუმანში, ოლიგარქმა პარაბოლას მთაზე ოქროს საბადოს მიაგნო

წაიკითხე სრულად »


30.05.2020

შიმშილის ხმები - გაჭირვებული ადამიანები, როგორც არჩევნებში გამარჯვების გზა

შიმშილის ხმები - გაჭირვებული ადამიანები, როგორც არჩევნებში გამარჯვების გზა

წაიკითხე სრულად »


30.05.2020

ოზურგეთში უბედური შემთხვევის შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა

ოზურგეთში უბედური შემთხვევის შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა

წაიკითხე სრულად »


30.05.2020

"ჩვენ ბავშვზე ვზრუნავთ ჩანასახვიდანვე"- დიმიტრი ხუნდაძე

"ჩვენ ბავშვზე ვზრუნავთ ჩანასახვიდანვე"- დიმიტრი ხუნდაძე

წაიკითხე სრულად »