200 ლარი 144 ლარის დონემდე ჩამოვიდა-მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მუდმივად მცირდება

09.10.2019 - მათი განკარგვადი შემოსავალი სულ უფრო ნაკლებია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა 6-7%-ით შემცირდა. რეკორდულად გაუფასურებულმა ლარმა და ინფლაციის მაღალმა მაჩვენებელმა მოსახლეობას გადახდსუნარიანობას დიდი პრობლემები შეუქმნა. სექტემბერში ინფლაცია დაგეგმილზე მეტად გაიზარდა და 6.4%-ს მიაღწია. სპეციალისტები კი უფრო საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსმა წლის ბოლოსთვის, შესაძლოა, ორნიშნა რიცხვსაც მიაღწიოს.

ქვეყანაში არსებული მდგომარეობა რომ არასახარბიელოა, ეს ფაქტია. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დღითი დღე მცირდება და მათი განკარგვადი შემოსავალი სულ უფრო ნაკლებია. ამის პარალელურად, თუკი ინფლაციის მაჩვენებელსაც გავითვალისწინებთ, რომელიც წინა თვეში ნახტომისებურად გაიზარდა, ვითარება უფრო დრამატული ხდება. 

მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლის დიდი ნაწილი გაძვირებულმა ფასებმა, სასესხო ვალდებულებებმა და მათ შორის, აზარტულმა თამაშებმაც შეამცირა. მდგომარეობა უფრო დრამატულია, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა გამუდმებით იკლებს. პური ფასი გაიზარდა 10-11%-ით, ხორცი - 12%-ით, რაც პირდაპირ მოქმედებს მოსახლეობის გადახდისუნარიანობაზე.

"თუკი 2012 წელს ადამიანს 200 ლარი ჰქონდა შემოსავალი და ყიდულობდა, გარკვეული რაოდენობის საქონელს (რასაც მოიხმარენ საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანები), 2013 წელს ეს თანხა მსყოდვეუნარიანობის თვასაზრისით შემცირდა, ხოლო 2014-ში კიდევ უფრო დაიკლო და დაახლოებით 144 ლარის დონეს გაუტოლდა. შემდეგ ცოტა მატება შეინიშნებოდა და შეიძლება ითქვას, რომ 200 ლარი თავისი მსყიდველობითი უნარიანობით ფართო სპექტრის საქონლის მიმართ 156 ლარის ფარგლებში მერყეობდა. პრაქტიკულად, ამ ხნის განმავლობაში თითქმის თავისი ფასის მეოთხედი დაკარგა. 

წლის დასაწყისისათვის 200 ლარი პრაქტიკულად მსყიდველუნარიანობით დაახლოებით უდრიდა 144 ლარს. წამლებისა და ჯანდაცვის კუთხით, 200 ლარი 142 ლარს უდრიდა, რაც ცხადია კატასტროფაა. ეს დინამიკა კიდევ გაგარძელდა და დაჩქარდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 15-20%-ით შემსუბუქდა ამ ჯგუფის მიმართ ეროვნული ვალუტა. 

ოთხ წევრიან ოჯახებს, რომელსაც შემოსავალი აქვს 300-350 ლარი ფარგლებში, განკარგვადი შემოსავლი აღარ რჩებათ. იგივე ვითარებაა ოჯახებში, რომელთაც 500-600 ლარი აქვთ შემოსავალი. ის კი არა, 1000-1200 ლარის შემოსავლის მქონე ოჯახმა რომ შეძლოს დანაზოგის გაკეთება, პრაქტიკულად, ესეც კი შეუძლებელია. მოსახლეობას განკარგვადი შემოსავალი აღარ რჩება", - განუცხადა "რეზონანსს" სოსო სიმონიშვილმა. 


30.05.2020

"2008 წელს არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს მაშინდელ ხელისუფლებას"- კობახიძე

"2008 წელს არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს მაშინდელ ხელისუფლებას"- კობახიძე

წაიკითხე სრულად »


30.05.2020

ოპოზიცია იმდენ ქვას ისვრის, რომ შეეგროვებინათ, რაღაცის ასაშენებლად ეყოფოდათ- თალაკვაძე

ოპოზიცია იმდენ ქვას ისვრის, რომ შეეგროვებინათ, რაღაცის ასაშენებლად ეყოფოდათ- თალაკვაძე

წაიკითხე სრულად »


30.05.2020

ივანიშვილის სპეცოპერაცია აბასთუმანში, ოლიგარქმა პარაბოლას მთაზე ოქროს საბადოს მიაგნო

ივანიშვილის სპეცოპერაცია აბასთუმანში, ოლიგარქმა პარაბოლას მთაზე ოქროს საბადოს მიაგნო

წაიკითხე სრულად »


30.05.2020

შიმშილის ხმები - გაჭირვებული ადამიანები, როგორც არჩევნებში გამარჯვების გზა

შიმშილის ხმები - გაჭირვებული ადამიანები, როგორც არჩევნებში გამარჯვების გზა

წაიკითხე სრულად »


30.05.2020

ოზურგეთში უბედური შემთხვევის შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა

ოზურგეთში უბედური შემთხვევის შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა

წაიკითხე სრულად »


30.05.2020

"ჩვენ ბავშვზე ვზრუნავთ ჩანასახვიდანვე"- დიმიტრი ხუნდაძე

"ჩვენ ბავშვზე ვზრუნავთ ჩანასახვიდანვე"- დიმიტრი ხუნდაძე

წაიკითხე სრულად »