სალომე ზურაბიშვილი სასტიკად მოატყუეს -პრეზიდენტს ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი ნაჭრები მიასაღეს

09.10.2019 - ანტიკვარულ ავეჯზე შეყვარებული

სალომე ზურაბიშვილი სასტიკად მოატყუეს, ანტიკვარულ ავეჯზე შეყვარებულ პრეზიდენტს ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი ნაჭრები მიასაღეს. რესტავრატორებმა 35 ლარიანი მატერია უძველეს, ათასებად ნაყიდ სკამებს და სამეულებს გადააკრეს.

"მთავარმა არხმა" გაარკვია, რომ ორბელიანის სასახლის თვალისმომჭერელი ფუფუნების საგნების ნაწილი ლილოს ბაზრობაზეა შეძენილი.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს ცნობას, რომ ათონელის ქუჩაზე ორბელიანების სასახლე, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული, აღიჭურვა ნივთებით, რომლებიც "ისტორიულად დამახასითებელი იყო მსგავსი ტიპის შენობებისთვის საქართველოში".

პრეზიდენტის რეზიდენციაში მოხვედრილ ნივთებს შორისაა "ანტიკვარული ლუი მეთხუთმეტეს სტილის მაგიდა და კარადა."

როგორც პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილი ამბობს, ეს ნივთები სალომე ზურაბიშვილის მამის საკუთრება იყო, ახლა კი პრეზიდენტმა საჩუქრად გადასცა საქართველოს და ისინი ორბელიანების სასახლეში დაიდებენ ბინას.

ამას გარდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეიძინა "კულტურული ფასეულობის მქონე ძველი ავეჯი და ინვენტარი".

ამისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციას 1 200 000 ლარი ჰქონდა გამოყოფილი, საიდანაც, პრეზიდენტის მრჩეველის თქმით "80 ათასი ლარის ეკონომია გაკეთდა."



22.10.2019

ოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე მისმა მეუღლემ ჩაანაცვლა

ოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე მისმა მეუღლემ ჩაანაცვლა

წაიკითხე სრულად »


22.10.2019

მოსახლეობის პროტესტის გამო უარს ვერ ვიტყვით ჰესებზე — ნარმანია

მოსახლეობის პროტესტის გამო უარს ვერ ვიტყვით ჰესებზე

წაიკითხე სრულად »


22.10.2019

ლანჩხუთში გამოფენა სახელწოდებით „კინო და თეატრი“ გაიხსნა

დამთვალიერებელს საშუალება აქვს იხილოს იმდროინდელი თეატრის აფიშები და საკმაოდ მრავალფეროვანი ფოტომასალა

წაიკითხე სრულად »


22.10.2019

ევროკავშირი ჩაის დარგის რეაბილიტაციის მიზნით ადგილობრივ კოოპერატივებს აფინანსებს

ნაგომრის ჩაის პლანტაციებში სეირნობისას ევროკავშირის ელჩი კმაყოფილებას არ მალავდა

წაიკითხე სრულად »


22.10.2019

ანაკლიის პროექტს არ სჭირდება პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვა- ცქიტიშვილი

"ახლა არის დრო, როდესაც სამუშაო შევხვედრების ფორმატში გვაქვს კონსორციუმთან სამუშაო"

წაიკითხე სრულად »